კახა კოჟორიძე - საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მივმართეთ
თურქეთსა და დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ბიზნესმენის, ბარიშ ინანის, ადვოკატებმა, კახა კოჟორიძემ და მაიკლ ფოლაქმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართეს. ბიზნესმენის მოთხოვნაა არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის (ფულის გათეთრება) ის ნაწილები, რომელიც პრაქტიკაში არასწორად გამოიყენება პროკურატურის მიერ და აზიანებს როგორც საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ასევე ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს.
''ბიზნესმენს, რომელიც დაინტერესებული იყო საქართველოში მრავალმილიონიანი ინვესტიციის განხორციელებით, უკანონოდ და დაუსაბუთებლად წარედგინა ბრალი. ბარიშ ინანი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და ითხოვს სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც საფრთხეს უქმნის პირის თავისუფლებას და საკუთრების უფლებას'' -კახა კოჟორიძე
''საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მივმართეთ. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ფულის გათეთრების საქმეებზე შეიცვლება დაუსაბუთებელი ბრალის წაყენების მანკიერი პრაქტიკა'' - კახა კოჟორიძე
სრულად ინფორმაცია და ვიდეო იხილეთ: აქ
წყარო: კოჟორიძე & იურისტები Kozhoridze & Lawyers
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
