iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ცხადდება კონკურსი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისტთა მიერ დაარსებული სტიპენდიის მოსაპოვებლად
იურიდიული სტატია

ცხადდება კონკურსი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისტთა მიერ დაარსებული სტიპენდიის მოსაპოვებლად

19-12-2023, 13:13 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სასამართლო დავები და საერთაშორისო არბიტრაჟი / სიახლე 213 ნახვა
ცხადდება კონკურსი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისტთა მიერ დაარსებული სტიპენდიის მოსაპოვებლად

„განათლება წარმოადგენს სოციალური ცხოვრების განუყოფელ პროცესს, რომლის საშუალებითაც ინდივიდები თავიანთი შესაძლებლობებით და უნარებით სწავლობენ თვითგანვითარებას და ასევე სარგებლის მოტანას როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის“.[1]


მოხარულნი ვართ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისტთა სახელით, გამოვაცხადოთ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთათვის სასწავლო სტიპენდიის დაარსება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლები, აღნიშნული ინიციატივით, გამოვხატავთ ჩვენს ერთგულებას განათლების კონსტიტუციური უფლების და მასზე ყველას ხელმისაწვდომობის მნიშვნელობისადმი.

ხშირ შემთხვევაში, სტუდენტთა სოციალურ-ეკონომიკური ფონი, სათანადო საცხოვრებელი პირობების არარსებობა ან/და ყოველდღიური ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით სასწავლო და სამუშაო პროცესის შეთავსების აუცილებლობა, ქმნის სერიოზულ ბარიერებს სტუდენტთა მიერ უმაღლესი განათლების სრულყოფილად მიღების თვალსაზრისით, ხოლო, რიგ შემთხვევაში, საერთოდ გამორიცხავს მას. აღნიშნულის გათვალისწინებით, სტიპენდიის დაარსებით, გვსურს, სოციალური სირთულეების წინაშე მდგარ სტუდენტებს, რომლებიც ეუფლებიან სამართალს და აქვთ შესაბამისი საჭიროება, შევუმსუბუქოთ განათლების მიღების პროცესში წარმოქმნილი სირთულეები.

ამასთან, სტიპენდია მიზნად ისახავს იურიდიული ფაკულტეტის იმ სტუდენტის ხელშეწყობასა და წახალისებას, რომელსაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება, ავლენს სწავლის მიმართ ენთუზიაზმს და პროფესიული წინსვლის პოტენციალს.

სტიპენდია შეიქმნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის იურისტთა ინიციატივით და არ წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ პოზიციას.


კონკურსის მონაწილეთათვის დასაშვებობის კრიტერიუმები

სასტიპენდიო განაცხადის შეტანა შეუძლია სტუდენტს, რომელიც:

  • არის საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე;
  • გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით (GPA 3.0 ან მეტი);
  • ასაბუთებს ფინანსურ საჭიროებას ან/და მნიშვნელოვან სოციალურ გამოწვევებს;
  • იზიარებს სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის ღირებულებებს.


დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის საფეხურზე სწავლისა და აქტიური სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ნიშნების ფურცელი);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ფინანსური/სოციალური საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • შევსებული განაცხადის ფორმა;


განაცხადის ფორმის შევსება და შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვა შესაძლებელია წინამდებარე ბმულზე.


შერჩევის პროცესი:

სასტიპენდიო კონკურსი შედგება განცხადებების ფორმალური გადარჩევის, შინაარსობრივი შეფასებისა და, საჭიროების შემთხვევაში, გასაუბრების ეტაპებისგან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის იურისტთა ჯგუფი ყურადღებით განიხილავს ყველა განაცხადს და იურიდიული პროფესიის შესწავლის პროცესში მიღწეული წარმატების, საჭიროებისა და პოტენციალის საფუძველზე, შეარჩევს შესაბამის კანდიდატს. განაცხადების ფორმალური გადარჩევისა და შინაარსობრივი შეფასების შემდგომ, შესაძლოა, დამატებით გაიმართოს გასაუბრება, რის შესახებაც კანდიდატებს ეცნობებათ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის ნომრის საშუალებით.


სტიპენდიის დეტალები

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის ფორმის შევსება შესაძლებელია 2024 წლის 15 იანვრის ჩათვლით.

შერჩეული სტუდენტი გამოვლინდება 2024 წლის 10 თებერვლამდე.


სტიპენდია გაიცემა 2024 წლის თებერვლის თვიდან, ყოველი თვის 26 რიცხვში, ერთი სემესტრის (5 თვე) განმავლობაში, თვეში 500 ლარის ოდენობით.

გთხოვთ, ყველა იმ სტუდენტს, რომლებიც აკმაყოფილებთ სტიპენდიისთვის დადგენილ მოთხოვნებს, ისარგებლოთ ამ შესაძლებლობით.


კონფიდენციალურობის პოლიტიკა

მოგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსში მონაწილე პირთა ვინაობა კონფიდენციალურია. განაცხადის გამოგზავნით დაინტერესებული პირების პერსონალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ განცხადების განმხილველთათვის. კანდიდატების პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მხოლოდ იმ მიზნით, მოცულობითა და ვადით, რაც აუცილებელი და თანაზომიერია სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვებული პირის გამოსავლენად.


შეკითხვების ან დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ - ScholarshipCCG@Gmail.com


[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15.


შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ცხადდება კონკურსი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, იურისტთა მიერ დაარსებული, სტიპენდიის მოსაპოვებლად
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


განათლების უფლება როგორც სახელმწიფოს ვალდებულება

განათლების უფლება როგორც სახელმწიფოს ვალდებულება

ვრცლად

65 წლის ასაკიდან პირის გათავისუფლება აკადემიური თანამდებობიდან სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო

65 წლის ასაკიდან პირის გათავისუფლება აკადემიური თანამდებობიდან სასამართლომ

ვრცლად

საკონსტიტუციო სასამართლოს საჯარო მოხელეების განცხადება აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით

საკონსტიტუციო სასამართლოს საჯარო მოხელეების განცხადება აგენტების კანონპროექტთან

ვრცლად

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო/Constitutional Court of Georgia

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო/Constitutional Court of Georgia

ვრცლად

დაზარალებულის უფლებები

დაზარალებულის უფლებები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp