iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » განათლების უფლება როგორც სახელმწიფოს ვალდებულება
იურიდიული სტატია

განათლების უფლება როგორც სახელმწიფოს ვალდებულება

13-01-2023, 11:25 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 318 ნახვა
განათლების უფლება როგორც სახელმწიფოს ვალდებულება

სახელმწიფო როგორც პირთა გარანტი ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვისათვის, კონსტიტუციის გზით შეთანხმებას დებს მასსა და მოქალაქეებს შორის, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს მიერ მიღებულ კანონს/სამართალს ენიჭება პრიმატი პიროვნების სამართალთან მიმართებაში, ხოლო სახელმწიფო ამის საპირისპიროდ პიროვნების წინაშე იღებს დაიცვას მოქალაქე უზრუნველყოს მისთვის განვითარების საშუალების მინიჭება და ამასთანავე იღებს ვალდებულებას, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის.

ერთ-ერთი ასეთი ვალდებულებაა განსაზღვრული საქართველოს კონსტიტუციის 35 მუხლში, რომელიც განათლების უფლებას ეხება. საქართველოს კონსტიტუციის 3 ნაწილის მიხედვით, სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.

სახელმწიფოსთვის განათლება იმიტომ არის უმნიშვნელოვანესი, რომ განათლება უზრუნველყოფს თავიდან იქნეს აცილებული საზოგადეობაში არსებული ან მოსალოდნელი უთანასწორობა. თავის მხრივ განათლების მიღება იყოფა შემდეგ ეტაპებად:

  • სკოლამდელი განათლება;
  • ზოგადი განათლება;
  • პროფესიული განათლება;
  • უმაღლესი განათლება სკოლამდელი განათლება.

სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს შეუქმნას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს სათანადო პირობები, ეს ნიშნავს, რომ უნდა განახორციელოს მისი მოვლა-პატრონობა, საჭიროების შემთხვევაში რეკონსტრუქცია განახლება, თანამედროვედ აღჭურვა ჰიგიენური პირობების დაცვა და ა.შ.

სკოლამდელი განათლება იყოფა თავის მხრივ ორ ნაწილად კერძოდ, საჯაროდ, საჯაროს აკონტროლებს თვითონ სახელმწიფო, ხოლო კერძოს შემთხვევაში სახელმწიფო კონტროლის როლი უმნიშვნელოა. ყველა ადამიანის და განსაკუთრებით ბავშვების განათლების მიღების უფლება განათლების საერთაშორისო-სამართლებრივი უფლების ბირთვს წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 26-ე მუხლი, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-13 და მე-14 მუხლები, ბავშვის უფლებათა კონვენციის 28-ე და 29-ე მუხლები და სან სალვადორის ოქმის მე-13 მუხლი.

აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს სახელმწიფომ აიღო შემდეგი ვალდებულებები:

- დააწესოს უფასო სავალდებულო და დაწყებითი განათლება;

- მიმართონ ყველა ღონისძიება იმისათვის, რომ შემოიღონ უფასო განათლება და აუცილებლობის შემთხვევაში ფინანსური დახმარების გაწევა;

- ხელმისაწვდომი იყოს აღნიშნული უფლება ყველა ბავშვისათვის;

- უზრუნველყოფენ ყველა ბავშვისათვის განათლებისა და პროფესიული მომზადების სფეროში ინფორმაციისა და მასალების ხელმისაწვდომობას, ეს თავის თავში მოიცავს ასევე სახელმძღავნელოებისადმი ხელმისაწვდომობას და ა.შ. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახელმწიფომ აიღო ვალდებულება მიუხედავად იმისა, რომ უზრუნველყოს დისციპლინა, დისციპლინარული სასჯელი და მისი გამოყენება უნდა განხორციელდეს ბავშვის ადამიანური ღირსების პატივისცემის გამომხატველი მეთოდების დახმარებით.

სკოლამდელი განათლების მიღების დროს, სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ბავშვის მომზადება სკოლისათვის, მისი აზროვნების მომზადება, ამასთანავე გასათვალისწინებელია, განათლებას სახელმწიფო ბავშვს სწორედ იმიტომ აძლევს, რომ კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეს ბავშვს. სახელმწიფო მართალია იცავს, შვილის და მშობლის უფლებას აირჩიოს საგანმანათებლო დაწესებულება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულის გამო სავალდებულო განათლებას თავი აარიდოს შვილმა ან/და მშობელმა აარიდებინოს თავი.

ზოგადი განათლება - აღნიშნულიც შედის სახელმწიფოს ვალდებულებაში, კერძოდ სახელმწიფოა ვალდებული არ დააწესოს რაიმე გადასახადი სწავლისათვის. ზოგადი განათლების შესახებ კანონმდებლობის მიხედვით, ზოგადი განათლების საფეხურებია:

დაწყებითი (6 წელი)

საბაზო (3 წელი)

საშუალო (3 წელი).

ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებენ საჯარო სამართლის იურიდიული პირები ან კერძო სამართლის პირები. სახელმწიფო, კანონმდებლობის საფუძველზე, ქმნის შესაბამის პირობებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ნორმალური საგანმანათლებლო სასწავლო პროცესის წარმართვისათვის. განათლების მიღების დროს სახელმწიფო იცავს რამდენიმე პრინციპს, კერძოდ: - სკოლა ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა მოსწავლის ცოდნის სამართლიანი შეფასების უზრუნველსაყოფად.

ვალდებულია იზრუნოს, მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნისათვის;

მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა.

საჯარო სკოლის დამოუკიდებლობას რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისაგან, ხოლო კერძო სკოლის დამოუკიდებლობას პოლიტიკური გაერთიანებებისაგან;

აუცილებლად გასათვალისწინებელია ის როგორც ეროვნული ასევე საერთაშორისო სამართალი მტკიცედ იცავს მშობლების თავისუფლებას - შეარჩიონ თავიანთი შვილებისათვის განათლების სახე მათი რელიგიის, მორალური ან იდეური მრწამსის შესაბამისად. ეს მოიცავს როგორც უფლებას ბავშვმა მიიღოს მშობლის მიერ არჩეული განათლება მისი შეხედულებისამბერ ასევე უფლებას სახელმწიფოს ძალდატანების გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება შვილის განათლებაზე, ამასთანავე გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული უფლება არ უნდა განხორციელდეს ისეთი სახით რომელიც ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებას განათლებაზე აღნიშნული საკითხი ჩემთვის როგორც ადვოკატისთვის მნიშვნელოვანია რადგანაც ზოგიერთი წარმოდგენით ეროვნული კანონმდებლობა ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს რომელიც გამორიცხულია დღევანდელი კანონმდებლობით.

გარდა ზემორე აღნიშნულისა, საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ იძლევა შემდეგ დამატებით უფლებებს: მოსწავლეს უფლება აქვს, თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის, სკოლისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება სკოლა კი თავის მხრივ ვალდებულია შექმნას საჩივრების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი განხილვის ეფექტიანი საშუალება. განათლების მიღების დროს, მოსწავლეს მიმართ დაუშვებელია: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება.

მოსწავლეს/მოსწავლეებს უფლება აქვთ სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოიძიონ, მიიღონ, შექმნან, შეინახონ, დაამუშაონ ან გაავრცელონ ნებისმიერი ინფორმაცია და იდეები, აგრეთვე გამოიყენონ სკოლის რესურსები ინფორმაციისა და იდეების მოსაძიებლად, მისაღებად, შესაქმნელად.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ganatlebis ufleba, saxelmwifo, saxelmwifos valdebuleba, saganmanatleblo dawesebuleba, zogadi ganatleba, profesiuli ganatleba, skolamdeli ganatleba, dawyebiti ganatleba, sabazo ganatleba, sashualo ganatleba, განათლების უფლება, სახელმწიფო, სახელმწიფოს ვალდე
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საია უკანონო ადმინისტრაციული დაკავებისთვის კომპენსაციის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის პრაქტიკას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

საია უკანონო ადმინისტრაციული დაკავებისთვის კომპენსაციის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის

ვრცლად

მოქალაქის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში

მოქალაქის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში

ვრცლად

სასამართლოს დამოუკიდებლობა, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის გარანტია

სასამართლოს დამოუკიდებლობა, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის გარანტია

ვრცლად

ესე - სასამართლოს გადაწყვეტილება გიორგი ქებურიას მოთხოვნის შესახებ

ესე - სასამართლოს გადაწყვეტილება გიორგი ქებურიას მოთხოვნის შესახებ

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp