iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ახალი კანონი ''პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
იურიდიული სტატია

ახალი კანონი ''პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“

5-12-2023, 17:02 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / საგადასახადო დავები / საგადასახადო ადვოკატი / სიახლე 483 ნახვა
ახალი კანონი ''პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“

ახალი კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ აფართოებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებულ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მასშტაბს.

მოქმედი კანონის მსგავსად, ახალი კანონი კვლავ ფიქსირებული ჯარიმის ოდენობებს განსაზღვრავს. საგრძნობლად გაზრდილია მათი მოცულობა, თუმცა, ჯარიმის ოდენობა დაუკავშირდა სამართალდამრღვევის ორგანიზაციულ ფორმასა და მის წლიურ ბრუნვას.

მაგ. კანონით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების რომელიმე პრინციპის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის, საჯარო დაწესებულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, აგრეთვე იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ აღემატება, გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედების ჩადენა იურიდიული პირის (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა), უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის მიერ, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს აღემატება, გამოიწვევს მათ გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

კანონის მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. მაგ. შემამსუბუქებელ გარემოებებად განისაზღვრა:

სამართალდამრღვევის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შეწყვეტა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის გამოსწორება ან/და მსგავსი სამართალდარღვევის შემდგომ თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების მიღება;

სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვანის მიერ;

სამართალდარღვევის გულწრფელი მონანიება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან თანამშრომლობა;

ასევე, სხვა გარემოებები, როგორებიცაა სამართალდარღვევის ხასიათი და სამართალდამრღვევის ბრალის ხარისხი, რომლებსაც საქმის გადაწყვეტისას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს.


რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებებს, ასეთად მიიჩნევა:

1 წლის განმავლობაში იმავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა , რომლის გამოც დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს /დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს/მესამე პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი;

დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების მონაცემთა დამუშავება ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით ან ასეთი საფრთხის შექმნა;

არასრულწლოვანის მონაცემების დამუშავება ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით;

სამართალდარღვევის ჩადენა ანგარებით და სამართალდარღვევის ჩადენა დისკრიმინაციული მოტივით.


აქვე, აღსანიშნავია, რომ დამამძიმებელი გარემოების არსებობისას სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებულია გაზრდილი ჯარიმის ოდენობა.

მაგ., თუნდაც ზემოთ ნახსენები მონაცემთა დამუშავების რომელიმე პრინციპის დარღვევა დამამძიმებელ გარემოებაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 – 3000 ლარის ოდენობით (სუბიექტის სამართლებრივი ფორმისა და წლიური ბრუნვის გათვალისწინებით).

სიახლეს წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნევა, რისთვის გათვალისიწინებული ჯარიმის ოდენობაც შეადგენს 1000 – 2000 ლარს.

აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტიან აღსრულებას და მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური • Personal Data Protection Service

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ახალი კანონი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, პერსონალურ მონაცემთა, დაცვის შესახებ, axali kanoni, personaluri monacemebis dacvis shesaxeb, personaluri, personaluri monacemebis, dacvis shesaxeb
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების წესები იცვლება - ახალი კანონი

პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების წესები იცვლება - ახალი კანონი

ვრცლად

ბიზნეს სუბიექტის შესახებ ინფორმაცია

ბიზნეს სუბიექტის შესახებ ინფორმაცია

ვრცლად

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის კანონმდებლობა მკაცრდება

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის კანონმდებლობა მკაცრდება

ვრცლად

ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ჯარიმები იზრდება

ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ჯარიმები იზრდება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp