iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » მოვალის უფლებები სააღსრულებო წარმოებაში
იურიდიული სტატია

მოვალის უფლებები სააღსრულებო წარმოებაში

28-03-2023, 14:31 ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / საგადასახადო დავები / საგადასახადო ადვოკატი / iuristi 282 ნახვა
მოვალის უფლებები სააღსრულებო წარმოებაში

უფლებები,რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობა ანიჭებს სააღსრულებო წარმოების მონაწილე მოვალეს :

კრედიტორთან მორიგების უფლება;

სააღსრულებო წარმოების მხარეები (კრედიტორი, მოვალე) უფლებამოსილი არიან, სააღსრულებო წარმოება დაასრულონ მორიგების გზით, რის თაობაზეც მათ აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა წარუდგინონ მორიგების შესახებ წერილობითი შეთანხმება, რაც ამ უკანასკნელის მიერ მხარეთა მორიგების დამტკიცების საკითხის გადასაწყვეტად ეგზავნება იმ სასამართლოს, რომლის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს აღსრულება.

სააღსრულებო ფურცლის გასაჩივრებისა და სააღსრულებო წარმოების შეჩერების მოთხოვნის უფლება;

სააღსრულებო მოქმედებებისაგან თავის დაცვის მიზნით მოვალე უფლებამოსილია, გაასაჩივროს სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყებისა და განხორციელების სამართლებრივი საფუძველი – სააღსრულებო ფურცელი და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოითხოვოს მისი აღსრულების შეჩერება, თუ აღნიშნული ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით.

გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების უფლება;

სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 5 დღის განმავლობაში აღმასრულებელი მოვალეს უგზავნის წინადადებას აღსასრულებელი მოთხოვნის 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.თუ მოვალე მითითებულ ვადაში ნებაყოფლობით შეასრულებს მოთხოვნას, მას დაეკისრება მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასური, წინააღმდეგ შემთხვევაში კი – აღსრულების საფასური სრული ოდენობით.

ქონების ღირებულების განსაზღვრის უფლება;

მოვალე უფლებამოსილია „სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე“ წარმოადგინოს ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტის დასკვნა. აღნიშნული რეგულაციის მიზანია, რომ არ მოხდეს ქონების ნაკლებ ფასად გატანა იძულებით აუქციონზე და ამ გზით მოვალის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შელახვა.

აღსრულების პროცესში მონაწილეობის უფლება;

მოვალე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს სააღსრულებო მოქმედებებში, მათ შორის, დაესწროს აღსრულების მიმდინარეობას, გაეცნოს სააღსრულებო მასალებს და მიიღოს ყველა აუცილებელი ცნობები და ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით, გარდა კომერციული საიდუმლოების შემცველი/კონფიდენციალური ინფორმაციისა.

აღმასრულებლის აცილების მოთხოვნის უფლება;

მოვალეს უფლება აქვს, დააყენოს აღმასრულებლის აცილების საკითხი, თუ არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.

იძულებითი აუქციონისგან განსხვავებული რეალიზაციის ფორმის არჩევის უფლება;

მოვალეს, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებით, უფლება აქვს, მოითხოვოს უძრავი ქონების წინმსწრებ აუქციონზე რეალიზაცია და ამ მიზნით წინმსწრები სააუქციონო მომსახურების გაწევა.

ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების უფლება;

კანონი მოვალეს აგრეთვე აძლევს შესაძლებლობას, რომ გამოიხსნას თავისი მოძრავი ქონება ყადაღისაგან იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფარავს მის საბაზრო ღირებულებას აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სააღსრულებო წარმოების დროს მოვალის უფლებები

სააღსრულებო წარმოების დროს მოვალის უფლებები

ვრცლად

კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებები სააღსრულებო წარმოების პროცესში

კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებები სააღსრულებო წარმოების პროცესში

ვრცლად

მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება

მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება

ვრცლად

რა არის ალიმენტი?

რა არის ალიმენტი?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp