Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ადვოკატი

ადვოკატი



საქართველოში საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ადვოკატი. ის არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.

ადვოკატი მარწმუნებლისათვის იურიდიული რჩევის მიმცემი პირია, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კლიენტის იურიდიულ ბედს, იგი პასუხს აგებს ხარისხიან მართლმსაჯულებაზე.

საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დავის, სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, დაკავების, გამოძიების ორგანოებში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას; ისეთი იურიდიული დახმარების გაწევას, რომელიც არ უკავშირდება მესამე პირის წინაშე წარმომადგენლობას.

საადვოკატო საქმიანობის პრინციპებია: 

კანონიერება; 

სამართლის უზენაესობა და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელება; 

პროფესიული კომპეტენტურობა; 

ადვოკატის კეთილსინდისიერება, კარგი რეპუტაცია და იურიდიული პროფესიის პატივისცემა; 

საადვოკატო საქმიანობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა; 

ადვოკატთა თანასწორობა და მათი დისკრიმინაციის დაუშვებლობა; 

საადვოკატო საქმიანობაში ჩაურევლობა; 

ადვოკატის მიერ კლიენტის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა და დაცვა; 

ადვოკატის მიერ დაცვის უფლების განხორციელებაზე უარის თქმის დაუშვებლობა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; 

ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დაცვა; 

ადვოკატის მიერ პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები