iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » რას გულისხმობს პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
იურიდიული სტატია

რას გულისხმობს პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

28-04-2023, 12:38 ადვოკატი / ადვოკატი / სტატიები / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / iuristi 203 ნახვა
რას გულისხმობს პერსონალურ მონაცემთა დამუშავება


პირის პერსონალური მონაცემები მოიცავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.

ამასთან, აღნიშნული ინფორმაცია უნდა იძლეოდეს პირის - მონაცემთა სუბიექტის პირდაპირ ან არაპირდაპირ იდენტიფიცირების საშუალებას საიდენტიფიკაციო ნომრით, ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით, ხოლო მონაცემთა დამუშავება არის მონაცემთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება. ეს შეიძლება გამოიხატოს ისეთ მოქმედებაში, როგორიცაა მონაცემთა შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, შენახვა, გამოთხოვა, გამჟღავნება, წაშლა და ა.შ.

რა შეიძლება იყოს ჩვენი მონაცემების დამუშავების საფუძველი?

აღნიშნული გაწერილია კანონით. მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ არსებობს იმ პირის თანხმობა, რომელსაც ეკუთვნის მონაცემები ან მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით. ასევეა შემთხვევები, როდესაც მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა. ან მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.

იმისთვის, რომ თქვენი მონაცემების დამუშავებისას კანონი არ დაირღვეს, ორგანიზაციამ უნდა დაიცვას კანონით განსაზღვრული პრინციპები:

პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, პიროვნების ღირსების შეულახავად;

მონაცემები უნდა დამუშავდეს იმ მინიმალური მოცულობით, რაც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების კონკრეტული მიზნის მისაღწევად; თავად მონაცემებიც, ამ მიზნის შესაბამისი უნდა იყოს;

მონაცემები უნდა იყოს ნამდვილი და ზუსტი, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს, ასევე, უნდა გადამოწმდეს ინფორმაციის წყაროს სანდოობა, გასწორდეს მცდარი და არაზუსტი მონაცემები;

პერსონალური მონაცემები უნდა ინახებოდეს კანონით განსაზღვრული ვადით ან იმ ვადით, რაც აუცილებელია მიზნის მისაღწევად. მიზნის მიღწევის შემდეგ, ისინი უნდა წაიშალოს, ან შეინახოს პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით;

აუცილებელია, არსებობდეს კონკრეტული მიზანი, რისთვისაც ხდება მონაცემთა დამუშავება. სხვა მიზნებით მონაცემების გამოყენება დაუშვებელია.

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ კომპანიას თუ საჯარო უწყებას მოსთხოვოთ ინფორმაცია თუ თქვენი რომელი მონაცემები მუშავდება, რა არის ამ მონაცემთა დამუშავების მიზანი და საფუძველი, რა გზით შეგროვდა ეს მონაცემები და ვისზე გაიცა. თქვენ აღნიშნულ კითხვებზე პასუხი უნდა გეცნობოთ მოთხოვნისთანავე ან გამონაკლის შემთხვევებში მოთხოვნიდან არა უგვიანეს 10 დღეში. ამასთან, თუ უკვე ფლობთ ინფორმაციას, რა მონაცემი მუშავდება თქვენ შესახებ, გაქვთ უფლება მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა. თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ასეთი ტიპის მოთხოვნის დაყენების უფლება მოქალაქეს აქვს როგორც ზეპირად, ისე წერილობით,

კანონი ადგენს, რომ მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, განმარტების გარეშე უარი განაცხადოს მის მიერვე მიცემულ თანხმობაზე, მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა და უკვე დამუშავებულ მონაცემთა განადგურებაც კი. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია 5 დღის ვადაში შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი.

თუ პირის მონაცემები უკანონოდ დაამუშავეს?

აღნიშნულისათვის გათვალისწინებულია როგორც გაფრთხილება, ისე ჯარიმა. ჯარიმის ოდენობა დამოკიდებულია დარღვევის ხარისხსა და განმეორებითობაზე. იგი შეიძლება სხვადასხვა დარღვევისათვის იყოს 500-დან 10.000 ლარამდე.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: პერსონალური, მონაცემები, ინფორმაცია, დამუშავება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დაცვა

ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დაცვა

ვრცლად

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილების

ვრცლად

დასაქმებულის უფლებები პერსონალური მონაცემების დაცვისას

დასაქმებულის უფლებები პერსონალური მონაცემების დაცვისას

ვრცლად

ბიზნეს სუბიექტის შესახებ ინფორმაცია

ბიზნეს სუბიექტის შესახებ ინფორმაცია

ვრცლად

საინფორმაციო ბარათი

საინფორმაციო ბარათი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp