iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » დასაქმებულის უფლებები პერსონალური მონაცემების დაცვისას
იურიდიული სტატია

დასაქმებულის უფლებები პერსონალური მონაცემების დაცვისას

8-12-2022, 12:55 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 318 ნახვა
დასაქმებულის უფლებები პერსონალური მონაცემების დაცვისას

პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით დასაქმებულს, როგორც მონაცემთა სუბიექტს, გააჩნია მთელი რიგი უფლებები, რომელთა რეალიზებაც ქმნის პერსონალური მონაცემების დაცვის გარანტიებს.

1. ინფორმაციის/წვდომის უფლება

დასაქმებულს უფლება აქვს ჰქონდეს ინფორმაცია მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. რომელი პერსონალური მონაცემები მუშავდება, რა მიზნითა და საშუალებით, ასევე, ხომ არ მოხდება პერსონალური მონაცემების მესამე პირთათვის გადაცემა და სხვა. დასაქმებულს უნდა ჰქონდეს წვდომა მის პერსონალურ მონაცემებზე მათი შენახვის ფორმის მიუხედავად. მას შეუძლია მიიღოს მისი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტისა და ჩანაწერის ასლი. დასაქმებულების წვდომა პერსონალურ მონაცემებზე უნდა იყოს შეუზღუდავი და უსასყიდლო, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა და ასლის გადაღების მოსაკრებლისა.

როდესაც პირის სამუშაოზე აყვანა ხდება კონკურსის წესით, განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია, აცნობოს მას კონკურსის პირობები, მისი შედეგები და მიღებული შეფასება. მოთხოვნის შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია ნებისმიერ განმცხადებელს (წარმატებულსა და წარუმატებელს) აჩვენოს მის მიერ შესრულებული წერილობითი (ელექტრონული) დავალება და მიაწოდოს ინფორმაცია შეფასების კრიტერიუმების შესახებ.

2. მონაცემთა გასწორების, განახლების, წაშლის, განადგურების მოთხოვნის უფლება

დასაქმებულს უფლება აქვს, მოითხოვოს მის შესახებ დამსაქმებელთან არსებული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, წაშლა, დაბლოკვა ან განადგურება, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.

მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში დამსაქმებელი ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი ქმედება ან აცნობოს დასაქმებულს უარის თქმის საფუძველი.

3. დასაქმებულის უფლების შეზღუდვა

დასაქმებულის ზემოაღნიშნული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ამ უფლების რეალიზაციამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:

ა) ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ან თავდაცვის ინტერესებს;

ბ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;

გ) დანაშაულის გამოვლენას, გამოძიებასა და აღკვეთას;

დ) ქვეყნის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებულ) ინტერესებს;

ე) მონაცემთა სუბიექტისა და სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს.

შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად. შეზღუდვის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილება დასაქმებულს უნდა ეცნობოს იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს უფლების შეზღუდვის მიზანს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;


შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: dasaqmebuli, dasaqmebeli, personaluri monacemebi, personaluri monacemebis damushaveba, personaluri informaciis shegroveba, personaluri informaciis gamotxova, დასაქმებული, დასაქმებულები, პერსონალური მონაცემები, პერსონალური მონაცემების დამუშავება, პერსონალუ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დაცვა

ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დაცვა

ვრცლად

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილების

ვრცლად

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ დავა ჟურნალისტის სასარგებლოდ დასრულდა

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ დავა ჟურნალისტის სასარგებლოდ დასრულდა

ვრცლად

Black Friday - რა უნდა გაითვალისწინოთ სასურველი ნივთის შეძენისას

Black Friday - რა უნდა გაითვალისწინოთ სასურველი ნივთის შეძენისას

ვრცლად

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ვიდეოთვალთვალის განხორციელების წესის შესახებ რეკომენდაცია გამოაქვეყნა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ვიდეოთვალთვალის განხორციელების წესის შესახებ

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp