iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » სანივთო სამართალი-შეზღუდული საკუთრების უფლებები
იურიდიული სტატია

სანივთო სამართალი-შეზღუდული საკუთრების უფლებები

21-04-2023, 16:55 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 606 ნახვა
სანივთო სამართალი-შეზღუდული საკუთრების უფლებები

სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის სახეებია:

აღნაგობა-მაქსიმალური სარგებლობის სანივთო უფლებაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 233-ე მუხლის მიხედვით, აღნაგობის უფლება არის შეზღუდული სანივთო უფლება მიწის ნაკვეთზე, რომელიც მიწის ნაკვეთის გამოყენებას, მასზე ნაგებობის აღმართვას, ნაგებობის ქონის უფლებას, ასევე, ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვებისა და გაქირავების უფლებას წარმოშობს. მისი ხანგრძლივობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით და იგი არ უნდა აღემატებოდეს 99 წელს.

როდესაც აღნაგობის უფლება წყდება, შენობა-ნაგებობა გადადის მიწის მესაკუთრის საკუთრებაში. მიწის მესაკუთრე ვალდებულია გადაიხადოს კომპენსაცია.მიწაზე აშენებული ნაგებობის დანგრევის შემთხვევაში არ შეწყდება აღნაგობის უფლება და შესაბამისად აღნაგობის უფლება დასაშვებია ისეთ მიწის ნაკვეთებზეც, სადაც დანგრეული ან დაუმთავრებელი შენობებია. აღნაგობის უფლების შეწყვეტის მიღებული საფუძველია ვადის გასვლა.

სერვიტუტი- მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთისან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნებს გამოყენებული, რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს, ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება, ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ.სერვიტუტი იქნება სახეზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაცული იქნება შემდეგი პირობები:1)სერვიტუტი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ მაშინ, როცა იგი უფლებამოსილ პირს უქმნის თავისი მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეღავათს და 2. სერვიტუტის განხორციელებისას უფლებამოსილი პირი უნდა გაუფრთხილდეს გამოყენებული (დატვირთული) მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესებს. სერვიტუტის შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს მისი გამოყენების შეუძლებლობა, როგორც სამართლებრივად, ისე ფაქტობრივი გარემოებების გამო. ასევე, სერვიტუტის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს ინტერესის დაკარგვა, ანუ თუ სერვიტუტს არ მოაქვს პირდაპირი სარგებელი უფლებამოსილი პირისათვის, მაშინ ის უნდა შეწყდეს. ასევე, შესაძლებელია სერვიტუტის არამარტო შეწყვეტა, არამედ მისი შინაარსის ცვლილება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.

უზუფრუქტი-უზუფრუქტში შედის ყველანაირი სახის სარგებლობა. უფრო ზუსტად კი უზუფრუქტუარს გააჩნია იგივე უფლებები, რაც მესაკუთრეს, გარდა განკარგვის უფლებისა. ასევე, უზუფრუქტუარს არ აქვს უფლება შეცვალოს სარგებლის მიზანი და უზუფრუქტი არ ექვემდებარება სხვა პირისათვის გადაცემას.

უზუფრუქტუარი ვალდებულია ნივთს შეუნარჩუნოს თავდაპირველი სამეურნეო დანიშნულება და ის უფლებამოსილია ნივთით ისარგებლოს მხოლოდ იმავე მიზნით, რა მიზნითაც ეს ნივთი გაიცა. მან არ უნდა შეუცვალოს ნივთს ფორმა.უზუფრუქტუარი უფლებამოსილია, რომ მიიღოს ნივთის ნაყოფიც და სარგებელიც. იმ შემთხვევაში, თუ უზუფრუქტუარი მიითვისებს ისეთ ნაყოფსა და სარგებელს, რომელიც არაა მიღებული ნივთის ჩვეულებრივი სამეურნეო გამოყენების შედეგად, მაშინ ის ვალდებულია მესაკუთრეს აუნაზღაუროს ზიანი, რაც მიადგა მას ნივთის ასეთი გამოყენების შედეგად.უზუფრუქტუარი უფლებამოსილია ქონება გააქირავოს ან იჯარით გასცეს უზუფრუქტის მოქმედების ფარგლებში.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: სანივთო, სამართალი, საკუთრების უფლებები, შეზღუდული საკუთრება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


უძრავი ქონების ფლობის ფორმა-სერვიტუტი

უძრავი ქონების ფლობის ფორმა-სერვიტუტი

ვრცლად

სერვიტუტი

სერვიტუტი

ვრცლად

საკუთრების მოპოვება მიწის ნაკვეთზე

საკუთრების მოპოვება მიწის ნაკვეთზე

ვრცლად

საკუთრების უფლების მოპოვება

საკუთრების უფლების მოპოვება

ვრცლად

საქართველოს კანონი სერვიტუტის შესახებ

საქართველოს კანონი სერვიტუტის შესახებ

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp