iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები
იურიდიული სტატია

მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები

13-04-2023, 12:45 ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 361 ნახვა
მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი სხვა განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობის პარალელურად, განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების წესსა და მისი დაკისრების წინაპირობებს.თუმცა არსებული ნორმები სრულყოფილად ვერ ახდენენ ამ თემის კონკრეტიზაციას.

მორალური ზიანის დაკისრებას ორი ძირითადი ფუნქცია აქვს: 1. ზიანის მიყენებამდე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის აღდგენა (რესტიტუცია); 2. განცდილი ზიანის ფულადი ფორმით ანაზღაურება (კომპენსაცია). თუმცა სადავოა, თუ რამდენად შეიძლება მორალური ზიანის ანაზღაურება ფულადი თანხის გადახდევინებით, როცა მორალური ზიანის რესტიტუცია გამორიცხულია, ვინაიდან ტანჯვა, რომელიც ადამიანს მიადგა ამოუშლელია მისი სულიერი აგებულებიდან. მატერიალური სახით კომპენსაცია არ ვრცელდება არასწორი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში. ამ დროს მისი კომპენსაცია უნდა მოხდეს ამ ფაქტების უარყოფით, იმავე საშუალებებით, რა საშუალებებითაც გავრცელებული იყო ეს ინფორმაცია.

მორალური ზიანის ანაზღაურების ზოგადი სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მორალური ზიანის დაკისრება მხოლოდ სამ შემთხვევაშია შესაძლებელი:

• საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით პატივის ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელებით;

• საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მიხედვით ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების დროს;

• 992-ე მუხლით ქონებრივი ზიანის მიყენების შემთხვევაში მორალური ზიანის მიყენების დროს.

მორალური ზიანის დაკისრების არსებითი ხარვეზები

მორალური ზიანის დაკისრების ერთ-ერთ ხარვეზად ტერმინის უზუსტობა მიიჩნევა. ტერმინი „მორალური“-ს განმარტებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ იძლევა, ის საკმაოდ ფართო ცნებაა და მის შეფასებას სასამართლო საკუთარი რწმენით ახორციელებს.ამ შემთხვევამ გასაჩივრების პრობლემამდეც შეიძლება მიგვიყვანოს, რადგან მოსამართლემ ფაქტობრივი გარემოებები შესაძლოა სუბიქტურად შეაფასოს, ვინაიდან მას ობიექტური მტკიცებულება არ გააჩნია. ტერმინმა ბუნდოვანება შესაძლოა გამოიწვიოს მაშინაც, როცა მოდავე მხარეები იურიდიული პირები არიან, ხოლო დავის საგანს ქონებრივი ზიანის მომტანი ცნობების გახმაურების შედეგად ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს. ამ შემთხვევაში იურიდიულ პირებს არ აქვთ შესაძლებლობა მოითხოვონ მორალური ზიანის ანაზრაურება, ვინაიდან მათ მორალის ნაცვლად მხოლოდ საქმიანი რეპუტაცია გააჩნიათ.

ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს ჯანმრთელობის დეფინიციის დაუზუსტებლობაც. სასამართლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესის მიხედვით ხელმძღვანელობს, რომლის მიხედვითაც ადამიანის ჯანმრთელობას სრული სოციალური, ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობის მდგომარეობა წარმოადგენს. ამ დროს კი სასურველია განიმარტოს რა ტიპის და როგორი ჯანმრთელობის დაზიანებაზე უნდა მოხდეს კომპენსაცია.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მორალური ზიანი და მისი ანაზღაურება

მორალური ზიანი და მისი ანაზღაურება

ვრცლად

მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი და ფარგლები

მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი და ფარგლები

ვრცლად

მორალური ზიანი

მორალური ზიანი

ვრცლად

მორალური ზიანი და კომპენსაციის პრობლემა სამართალში

მორალური ზიანი და კომპენსაციის პრობლემა სამართალში

ვრცლად

მორალური ზიანი და კომპენსაციის პრობლემა სამართალში

მორალური ზიანი და კომპენსაციის პრობლემა სამართალში

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp