iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი / სტატიები » მორალური ზიანი და მისი ანაზღაურება
იურიდიული სტატია

მორალური ზიანი და მისი ანაზღაურება

13-04-2023, 12:17 ადვოკატი / სტატიები / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / სასამართლო დავები და საერთაშორისო არბიტრაჟი 588 ნახვა
მორალური ზიანი და მისი ანაზღაურება

დღესდღეობით არაერთი სახელმწიფოს კანონმდებლობა აწესრიგებს მორალური ზიანის საკითხს და ამ კუთხით არც საქართველოა გამონაკლისი. მორალური ზიანის ანაზღაურება დღესდღეობით მეტადრე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი საკმაოდ ხშირად ფორმირდება, იცვლება მიდგომები და შეხედულებები.

არსებობს ზიანის სულ მცირე სამი სახეობა : პიროვნების სხეულის დაზიანება,უძრავი ქონების დაზიანება და ზიანი,რომელიც პირის ეკონომიკურ ინტერესებს შეიძლება მიადგეს.

სამართლებრივ სისტემებში უმეტესად განიხილება ის საკითხი,თუ რამდენად არის შესაძლებელი არამატერიალური ზიანის ანუ მორალური ზიანის ანაზღაურება.მაგალითად,პირს ტრამვული შეგრძნებები უჩნდება ავტოკატასტროფის დროს,როცა სხეულის მძიმე დაზიანებებს მიიღებს. ან საჯარო შეურაცხყოფის შემდეგ პირს აწუხებს კარდიოლოგიური ჩივილები. ვინაიდან ძნელია მორალური ზიანის არსებობის დადასტურება და ზიანის ღირებულების ზუსტი დაანგარიშება, სასამართლო ცდილობს თავი აარიდოს ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობების გაფართოებას.

ამიტომ,სასამართლო სისტემების უმეტესობაში გამოიყენება მოდელი,რომლის მიხედვითაც,არამატერიალური ზიანის ანაზღაურება დასაშვებია მხოლოდ ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში და შეზღუდული რაოდენობით, როდესაც მსხვერპლი სხეულის დაზიანებებსაც მიიღებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს,რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ხოლო ამ მუხლის მე-2 ნაწილი დასძენს,რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობის ვნების მიყენების შემთხვევებში ,დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992 - ე მუხლი განსაზღვრავს დელიქტიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების ზოგად წინაპირობებს, კერძოდ, „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.“ - ის მოიცავს ქონებრივ და არაქონებრივ ზიანს. არამატერიალური ზიანი ანაზღაურდება ინდივიდუალური თავისებურებების, თვით ზიანის ხარისხისა და ხასიათის, ხანგრძლივობის, ბრალის ხარისხის (თუ კი ეს პასუხისმგებლობის აუცილებელი პირობაა) და, რა თქმა უნდა, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. უდავოა, რომ მორალური ზიანის კომპენსაციის დროს დიდი ადგილი უჭირავს ზიანის სიმძიმესაც, რომელიც სხეულებრივთან ერთად სულიერ ან/და გონებრივი აღქმა - გაცნობიერების დაქვეითებას იწვევს და რომელიც არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის ერთ - ერთ კრიტერიუმად განიხილება.

თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში – თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.

ზიანის რეპარაციის ორი საშუალება არსებობს: მიყენებული ზიანის ანაზღაურება თანხით, ანუ კომპენსაცია და ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა ანუ რესტიტუცია.მორალური ზიანის რესტიტუცია შეუძლებელია, ვინაიდან ერთხელ მიყენებული ტანჯვის უკვალოდ წაშლა გამორიცხულია. შესაბამისად, მორალური ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს კომპენსაციის გზით.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი და ფარგლები

მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი და ფარგლები

ვრცლად

მორალური ზიანი

მორალური ზიანი

ვრცლად

მორალური ზიანი და კომპენსაციის პრობლემა სამართალში

მორალური ზიანი და კომპენსაციის პრობლემა სამართალში

ვრცლად

მორალური ზიანი და კომპენსაციის პრობლემა სამართალში

მორალური ზიანი და კომპენსაციის პრობლემა სამართალში

ვრცლად

რას ნიშნავს დელიქტი?

რას ნიშნავს დელიქტი?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp