Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღება

მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღება



მარტოხელა დედის სტატუსი ენიჭება საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე იმ პირს, რომლის ბავშვის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში თუ:

ა) ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი და სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ბავშვის მამის მონაცემები ან მონაცემების მითითება მოხდა დედის განცხადებით (ბავშვის მამის სახელი განისაზღვრა დედის განცხადებით და მამის გვარად განისაზღვრა დედის გვარი);

ბ) მშვილებელი ქალი,  რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფება ქორწინებაში. სტატუსის დადგენის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოდგენს ბავშვის დაბადების აქტში მამის მონაცემების არსებობა, აგრეთვე მშვილებელი ჩაწერილია თუ არა მშობლად.

მარტოხელა მამის სტატუსი ენიჭება საქართველოს მოქალაქეს/საქართველოში მოქალაქეობის არმქონე იმ პირს, რომლის ბავშვის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში, თუ:

ა)  ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი და სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი  ბავშვის დედის მონაცემები;

ბ) მშვილებელი კაცი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფება ქორწინებაში. სტატუსის დადგენის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოდგენს ბავშვის დაბადების აქტში დედის მონაცემების არსებობა, აგრეთვე მშვილებელი ჩაწერილია თუ არა მშობლად.

ვინ შეიძლება მიიღოს მარტოხელა მშობლის სტატუსი :

მარტოხელა მშობლის სტატუსის მაძიებელმა პირმა 16 წლის ასაკიდან,  თუ ქორწინების საფუძველზე შეძენილი აქვს ქმედუნარიანობა; 

მარტოხელა მშობლის სტატუსის მაძიებელმა 18 წლამდე ასაკის პირის ერთ-ერთმა კანონიერმა წარმომადგენელმა, გარდა იმ შემთხვევისა თუ 16 - დან 18 წლამდე ასაკის პირს ქორწინების საფუძველზე შეძენილი აქვს ქმედუნარიანობა; 

მხარდაჭერის მიმღებმა მხარდამჭერი პირის შემთხვევაში; მინდობილმა პირმა; 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, თუ პირი იმყოფება მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები