iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღება
იურიდიული სტატია

მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღება

11-01-2023, 17:04 ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 341 ნახვა
მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღება

მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღების წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1191.1. მუხლის „მარტოხელა მშობელის“ და საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანების №79/№01-18/ნ „მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საფუძველზე;

მარტოხელა მშობელი შეიძლება იყოს, მარტოხელა დედის ან/და მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი;

მარტოხელა დედად ითვლება პირი, რომელსაც ქორწინების გარეშე (ანუ ქორწინების რეგისტრაციის გარეშე) ჰყავს 18 წლის ასაკის შვილის და დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის მითითებული მამის შესახებ მონაცემები, ასევე მარტოხელა დედად ითვლება პირი რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ბავშვი შვილად და არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. ანუ კანონი იმისათვის, რომ დედამ მიიღოს მარტოხელა დედის სტატუსი გამოყოფს ორ აუცილებელ პირობას:

- არ უნდა იმყოფებოდეს რეგისტრირებულ ქორწინებაში;

- არ უნდა იყოს მითითებული მამის შესახებ დაბადების მოწმობაში;

მარტოხელა მამა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე 18 წლამდე ასაკის შვილი ჰყავს და დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის მითითებული დედის შესახებ მონაცემები, ასევე მარტოხელა მამად ითვლება პირი რომელსაც ჰყავს 18 წლამდე შვილად აყვანილი ბავშვი და არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. ანუ კანონი იმისათვის, რომ მამამ მიიღოს მარტოხელა მამის სტატუსი გამოყოფს ორ აუცილებელ პირობას:

-არ უნდა იმყოფებოდეს რეგისტრირებულ ქორწინებაში;

- არ უნდა იყოს მითითებული დედის შესახებ დაბადების მოწმობაში (ის სხვა საკითხია შესაძლებელია თუ არა დედის შესახებ მონაცემები არ იყოს ცნობილი გარდა იმ შემთხვევისა თუ ბავშვი მიატოვეს მაგრამ ეს უკვე სხვა საუბრის თემაა);

მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველია მეორე მშობლის შესახებ ინფორმაციის დაბადების მოწმობაში შეტანა (ანუ რეგისტრაცია) 18 წლამდე ბავშვის/შვილის (შვილად აყვანილის) 18 წლის ასაკის მიღწევა და ასევე სხვა გარემოება რომელიც გამორიცხავს მარტოხელა მშობლის სტატუსის არსებობას (სხვა გარემოებასთან დაკავშირებით ქვემოთ გვექნება მოკლედ საუბარი);

მარტოხელა მშობლის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანების №79/№01-18/ნ „მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საფუძველზე;

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: martoxela mshobeli, martoxela mshoblis statusi, martoxela deda, martoxela mama, მარტოხელა მშობელი, მარტოხელა მშობლის სტატუსი, მარტოხელა დედა, მარტოხელა მამა, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მარტოხელა მშობელი

მარტოხელა მშობელი

ვრცლად

მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილება შედის

მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილება შედის

ვრცლად

მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილება შედის

მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილება შედის

ვრცლად

მარტოხელა დედის სტატუსი შესაძლოა განქორწინებულ ქალსაც მიენიჭოს – კანონი იცვლება

მარტოხელა დედის სტატუსი შესაძლოა განქორწინებულ ქალსაც მიენიჭოს – კანონი იცვლება

ვრცლად

შესაძლებელია თუ არა მშობლისთვის უფლების ჩამორთმევა?

შესაძლებელია თუ არა მშობლისთვის უფლების ჩამორთმევა?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp