iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » სამისდღეშიო სარჩო-რა უფლებები აქვს სარჩენს და რა ევალება მარჩენალს
იურიდიული სტატია

სამისდღეშიო სარჩო-რა უფლებები აქვს სარჩენს და რა ევალება მარჩენალს

2-03-2023, 12:25 ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / სახელშეკრულებო სამართალი 222 ნახვა
სამისდღეშიო სარჩო-რა უფლებები აქვს სარჩენს და რა ევალება მარჩენალს

სარჩენს აქვს უფლება :

-მისცეს მარჩენალს თანხმობა სამისდღეშიო სარჩოს გადახდის სანაცვლოდ გადაცემული ქონების გასხვისებაზე, დაგირავებაზე ან სხვაგვარად დატვირთვაზე;

-მოითხოვოს სამისდღეშიო სარჩოს მიღების სანაცვლოდ გადაცემული უძრავი ქონების უკან დაბრუნება იმ შემთხვევაში, თუკი მარჩენალის მხრიდან მოცემული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების არსებით დარღვევას ექნება ადგილი;

-მოითხოვოს მარჩენალისაგან სარჩოს მიწოდება იმ ვადებში, იმ ოდენობით და იმ სახეობით, რაც დადგენილია მათ შორის დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით;

-მარჩენალის სხვა კრედიტორების მიმართ უპირატესად დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნის უფლება სამისდღეშიო სარჩოს მიღების სანაცვლოდ გადაცემული უძრავი ქონების ღირებულებიდან.

არის შემთხვევები ,როცა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით სარჩოს გადამხდელის შეცვლა ხდება.

საქართველოს სკ-ის 203.1 მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე მესამე პირმაც აიღოს. ასეთ შემთხვევაში მესამე პირი თავდაპირველი მოვალის ადგილს დაიკავებს. ხელშეკრულება ვალის გადაკისრების შესახებ მოთხოვნის მფლობელსა და ახალ მოვალეს შორის უნდა დაიდოს. მსგავსი ტიპის ხელშეკრულების ფორმულირება მოვალის თანხმობას არ მოითხოვს, ვალის გადაკისრების შემდეგ იგი კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულებისაგან თავისუფლდება. მის ადგილს ახალი მოვალე იკავებს, ამასთან, ვალდებულების შინაარსი უცვლელი რჩება, რაც, პირველ ყოვლისა, ვალდებულების შესრულების დროსა და ადგილს გულისხმობს.

საქართველოს სკ მარჩენალს ანიჭებს უფლებას, გაასხვისოს, დააგირავოს ან სხვაგვარად დატვირთოს სამისდღეშიო სარჩოს მიღების სანაცვლოდ გადაცემული უძრავი ქონება. თუმცა, მარჩენალის მოცემული უფლება შეზღუდულია იმით, რომ მისი განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ სარჩენის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.

მარჩენალს კი ევალება შემდეგი :

-განახორციელოს ხელშეკრულების შესაბამისად სარჩენის სამისდღეშიო რჩენა;

-გამოიყენოს ყველა აუცილებელი ზომა იმისათვის, რომ სამისდღეშიო სარჩოს მიწოდების პერიოდში უძრავი ქონებით სარგებლობამ ამ ქონების ღირებულების შემცირება არ გამოიწვიოს.

-უზრუნველყოს სარჩენის საჭიროება კვებით და ტანსაცმლით, ხოლო თუ ამას მოითხოვს საჭიროება, უზრუნველყოს მისი მოვლა.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საკუთრების უფლება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე

საკუთრების უფლება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე

ვრცლად

სამისდღეშიო რჩენა

სამისდღეშიო რჩენა

ვრცლად

რას გულისხმობს სამისდღეშიო რჩენა

რას გულისხმობს სამისდღეშიო რჩენა

ვრცლად

რით განსხვავდება ნასყიდობის ხელშეკრულება სამისდღეშიო ხელშეკრულებისგან

რით განსხვავდება ნასყიდობის ხელშეკრულება სამისდღეშიო ხელშეკრულებისგან

ვრცლად

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების იურიდიული ბუნება და მასთან დაკავშირებული რისკები

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების იურიდიული ბუნება და მასთან დაკავშირებული რისკები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp