Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

საწარმოს რეგისტრაცია

საწარმოს რეგისტრაცია



„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი საწარმოების რამდენიმე სამართლებრივ ფორმას ადგენს. კერძოდ, ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) და სააქციო საზოგადოება (სს). ამ ფორმებიდან ყველაზე გავრცელებული ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.

ინდ. მეწარმე და მცირე მეწარმე პასუხისმგებელია მთელი თავისი ქონებით და ეს პასუხისმგებლობა გადადის მათ პირად ქონებაზე, ასევე ოჯახის საზიარო ქონებაზე. შპს-ს შემთხვევაში კი ფინანსური პასუხისმგებლობა მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ქონებით შემოიფარგლება.

მას შემდეგ, რაც საგადასახადო კოდექსში ამოქმედდა ე.წ. „ესტონური მოდელი“,  გადასახადების მხრივ შპს-ს, სს-ს, კს-ს და ა.შ. გარკვეული საგადასახადო შეღავათით სარგებლობის საშუალება მიეცა. ეს გამოიხატება შემდეგში: ვიდრე დამფუძნებელი ფიზიკური პირი დივიდენდს არ გაიტანს, კომპანია მოგების გადასახადს არ იხდის. რაც შეეხება ინდ. მეწარმეს, როგორც კი მისი შემოსავალი გადააჭარბებს გამოქვითვად ხარჯებს, მომავალი წლის 1 აპრილამდე აბარებს დეკლარაციას და  სხვაობის 20 პროცენტს იხდის საშემოსავლო გადასახადის სახით.

მეწარმის მიერ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის რეგისტრაციისას გასათვალისწინებელია  საქმიანობის ფორმა და მასშტაბები, რადგან არსებობს საშეღავათო დაბეგვრის ფორმები: მცირე მეწარმე, მიკრომეწარმე, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები