მიწის გაფორმება
თვითნებურად დაკავებული მიწა არის ფიზიკური პირის მიერ დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა, ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი შენობით ან მის გარეშე, რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა, რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
ასეთი ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს აღიარებითი კომისიის მეშვეობით, შეისწავლის ვითარებას და გასცემს ან არ გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას. უნდა იქონიოთ შემდეგი დოკუმენტები: განცხადება; პირადობის მოწმობა; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა, კომისიის მიერ დამოწმებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მისი ელექტრონული ვერსია, ადვოკატის ყოლის შემთხვევაში სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ორი სახით, სპორადული და სისტემური. დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი გეგმისა და ნახაზის საფუძველზე. მიწის რეგისტრაციის სახელწიფო რეფორმის ფარგლებში დაინერგა გამარტივებული წესი რომელიც ხელს უწყობს რეგისტრაციის პროცესის სწრაფ დასრულებას. სპორადულ რეგისტრაციაში იგულისხმება დაინტერესებული პირის განცხადების და მის მიერ ან მისი ადვოკატის მიერ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და ცვლილების რეგისტრაციას. ხოლო სისტემური ხორციელდება იუსტიციის მინისტრის მიერ საჭიროების შეთხვევაში გაცემული ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში მდებარე მიწის ნაკვეთებზე ან განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში.
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.
ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
