iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ქალთა შრომითი უფლებები
იურიდიული სტატია

ქალთა შრომითი უფლებები

12-01-2023, 16:09 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 320 ნახვა
ქალთა შრომითი უფლებები

შრომითი ურთიერთობების დროს მნიშვნელოვანია ქალთა უფლებების ერთ-ერთი მიმართულება, დასაქმებულ ქალთა უფლებები დასაქმების პერიოდში. გასათვალისწინებელია ყოველგვარი დისკრიმინაციის დაუშვებლობა სქესის გამო შრომით ურთიერთობებში, გარდა იმ შემთხვევისა თუ აღნიშნული არ წარმოადგენს პირთა განსხვავების აუცილებლობას, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მისი მიღწევის თანაზომიერი და აუცილებელი საშუალება. ქალთა შრომითი უფლებები გათვალიწინებულია საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსში.

გასათვალისწინებელია, რომ აკრძალულია ორსულ ან მეძუძურ ქალთან შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად. ასეთ სამუშაოების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, რომელშიც შედის ჩამონათვალი სხვა და სხვა სახის სამუშაოები. აღნიშნული აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ორსულობის ან/და ქალის მეძუძრობის დროს, თუმცაღა იმ შემთხვევაში თუ ასეთ სამუშაოზე დასაქმდება ქალი, თუმცა შემდგომში უკვე ის არის ორსული, შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ასეთ დროს უნდა განხორციელდეს შრომითი ურთიერთობის შეჩერება და არა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ალტერნატიული მექანიზმი კერძოდ მესამე პირმა შეასრულოს აღნიშნული სამუშაო განსაზღვრეული დროით, აღნიშნული აკრძალვის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ქალს უფლება აქვს უარი განაცხადოს ასეთი სამუშაოს შესრულება ორსულობის ან/და მეძუძურობის დროს, ხოლო დამსაქმებელს არ აქვს უფლება მას მოსთხოვოს აღნიშნული სამუშაოს შესრულება.

დასაქმებული ქალი არ არის ვალდებული შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო იმ შემთხვევაში თუ ის ორსულია ან/და ახალნამშობიარებია, ახალნამშობიარებ ქალად ითვლება ვისაც ყავს 1 წლამდე ბავშვი, ამასთანავე ქალი უფლებამოსილია შეასრულოს აღნიშნული სამუშაო თუმცაღა ეს მხოლოდ და მხოლოდ და მისი თანხობით შეიძლება.

ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შემდგომ კანონით გათვალისწინებულია, რომ დასაქმებული უფლებამოსილია მოითხოვოს ზეგანაკვეთური სამუშაოს გამო დამატებითი დასვანება ან/და მიიღოს ხელფასი გაზრდილი საათობრივი განაკვეთით.

აკრძალულია ღამის სამუშაოზე (22 საათიდან დილის 6 საათამდე) ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალის დასაქმება, ხოლო 3 წლამდე ასაკის ბავშვის მომვლელის მისი თანხმობის გარეშე მუშაობა, ასეთ შემთხვევაში დამსაქმებელს უფლება არ აქვს მოსთხოვოს დასაქმებულ ქალს შეასრულოს დროის ამ პერიოდში სამუშაო. თუ დასაქმებული ქალია, რომელიც მეძუძურია და კვებავს ერთ წლამდე ბავშვს მას დამატებით ეძლევა შესვენება დღეში არანაკლებ 1 საათისა და აღნიშნული დრო ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება ჩვეულებრივი წესით.

იმ შემთხვევაში თუ დასაქმებული ქალი ეწევა მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულისათვის მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულს ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება – წელიწადში 10 კალენდარული დღის ოდენობით.

დასაქმების დროს ქალს მისი მოთხოვნით ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო 730 კალენდარული დღის ოდენობით, აღნიშნული პერიოდი ქალს შეუძლია გადაანაწილოს როგორც ორსულობის ასევე მშობიარობის პერიოდზე მისი შეხედულებისამბერ, ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ ეს მისი უფლებაა ხოლო დამსაქმებლის ვალდებულებაა მისცეს მას აღნიშნული შვებულება. ამ 730 დღიდან ანაზღაურებდია 183 კალენდარული დღე ხოლო 200 დღე ტყუპების შობის შემთხვევაში.

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მისი დარიცხვის და მიღების წესი განისაზღვრება მინისტრის ცალკე ბრძანებით.

აღნიშნული დახმარების მიღებისათვის სააგენტოს დამსაქმებელმა უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

- წერილობითი მიმართვა სააგენტოს სახელზე;

- საავადმყოფო ფურცელი, შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

- დასაქმებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

- დაფინანსების განაცხადი 2 ეგზემპლარად, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამსაქმებლის ბეჭდით, აგრეთვე ხელმძღვანელისა და ბუღალტრის ხელმოწერებით;

- საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი დასაქმებულის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ.

გასაცემი თანხის ოდენობის ბაზას წარმოადგენს დასაქმებულ ქალსა და დამსაქმებელს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება, თუ თანხა არ არის ფიქსირებული მაშინ გამოიყენება უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების, ხოლო ქალს თუ არ გააჩნია დამსაქმებელთან სამი თვის მუშაობის სტაჟი, საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გამოითვლება მოცემულ დამსაქმებელთან შესაბამისი პროფესიისა და კვალიფიკაციის დასაქმებულისათვის გადახდილი საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებიდან.

თუ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და შესაბამისად ანაზღაურება მშობიარე ქალის გარდაიცვალა და ცოცხალი ბავშვი დაიბადა დახმარებას ღებულობს ბავშვის მამა ან მეურვე პირი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება არ ანაზღაურდება, თუ საავადმყოფო ფურცლის დახურვის თარიღიდან ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 6 თვე, შესაბამისად სწორედ 6 თვეში უნდა უზრუნველყოს დამსაქმებელმა და დასაქმებულმა აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენა სააგენტოში.

დაუშვებელია დასაქმებულ ქალთან შრომითი ურთიერთობის შეჩერება მას შემდეგ რაც ის შეატყობინებს დამსაქმებელს ორსულობის / ფეხმძიმობის შესახებ იმ პერიოდამდე სანამ ის სრულებით არ გამოიყენებს შვებულებას (დეკრეტს) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო. აუცილებელია გაითვალისწინონ დასაქმებულმა ქალებმა შეტყობინება უკეთესია იყოს წერილობითი ფორმის.

ქაც არის გამონაკლისი როცა დამსაქმებელს აქვს უფლება გაანთავისუფლოს დასაქმებული ქალი გარდა იმ შემთხვევისა როცა ხდება დასაქმებლის ეკონომიკური გარემოებების, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას, დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან; სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ, ხოლო სხვა ობიექტური გარემოება მის განსათავისუფლებლად არ გამოიყენება.

ზოგიერთ შემთხვევაში დამსაქმებელი ორსულობის შეტყობინების შემდგომ აღნიშნულს იყენებს „ირიბ“ საფუძვლად, რომ დამსაქმებელთან მოშალოს შრომითი ხელშეკრულება და აღნიშნული დაფაროს სხვა მიზნით, აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია დასაქმებულმა ქალმა, მისი ორსულობა შეატყობინოს წერილობით დამსაქმებელს, ნებისმიერ შემთვევაში კანონდმებლობით დადგენილი წესით მიმართოს საავადყოფოს მისი ისტორიის გასახსნელად, ნებისმიერ შემთხვევაში სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში წერილობით შეატყობინოს დასაქმებულს მისი გამოუცხადებლობის შესახებ, გამოცხადების შემდგომ წარადგინოს აუცილებლად შესაბამისი სახის ცნობა, ხოლო ორსულობის პერიოდში თუ დამსაქმებელი იყენებს მის მიმართ რაიმე დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომას გაასაჩივროს აღნიშნული.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: shromiti uflebebi, damsaqmebeli, dasaqmebuli, shromiti xelshekruleba, dasaqmebulis uflebebi, damsaqmeblis uflebebi, xelshekrulebis mxareebi, qalta uflebebi samushaoze, შრომითი უფლებები, დამსაქმებელი, დასაქმებული, შრომითი ხელშეკრულება, დასაქმებულის უფლებებ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ეკონომიკური საქმიანობის ონლაინ რეგისტრაცია

ეკონომიკური საქმიანობის ონლაინ რეგისტრაცია

ვრცლად

შრომითი ხელშეკრულების დადება

შრომითი ხელშეკრულების დადება

ვრცლად

შრომითი დისკრიმინაცია

შრომითი დისკრიმინაცია

ვრცლად

შრომითი ურთიერთობები

შრომითი ურთიერთობები

ვრცლად

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ვადის გასვლის გამო

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ვადის გასვლის გამო

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp