iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » სააპელაციო საჩივარი
იურიდიული სტატია

სააპელაციო საჩივარი

21-11-2022, 12:42 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 478 ნახვა
სააპელაციო საჩივარი

სააპელაციო საჩივარი შეიტანება პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაზე. სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი არის აპელანტი. სააპელაციო საჩივარი შეიტანება წერილობითი ფორმით იმ სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებაც საჩივრდება. საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება, აღდგენა დაუშვებელია და ათვლა იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სააპელაციო საჩივრის შესვლის შემდეგ, პირველი ინსტანციის სასამართლო, დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 დღისა, გადაუგზავნის მთლიანად საქმეს, აგრეთვე დამატებით შემოსულ ყველა მასალას, თბილისის სააპელაციო ან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებს. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა ან ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კონკრეტულ მოსამართლეს ევალება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებამდე შეამოწმოს მისი დასაშვებობა. სააპელაციო საჩივრის შესვლიდან 10 დღის განმავლობაში, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ იგი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

ადმინისტრაციულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვს: მხარეებს; მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით; მათ უფლებამონაცვლეებს; თანამონაწილეებს, მათი თანამონაწილეობის საფუძვლებით განსაზღვრულ ფარგლებში; პირებს, რომლებიც არ მონაწილეობენ საქმეში როგორც მხარეები, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მათი უფლებები და მოვალეობები ერთერთი მხარის მიმართ. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო საჩივარი: საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე; საცხოვრებელი ბინის პრივატიზებასთან დაკავშირებულ დავაზე; სამშენებლო ურთიერთობიდან წარმოშობილ დავაზე; საჯარო რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებულ დავაზე; კერძო საჩივარზე; ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ დავაზე საიჯარო ურთიერთობის თაობაზე; პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის და მისი პირველი რიგის მემკვიდრისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებულ დავაზე.

რა ვადაში გამოაქვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კერძო საჩივრის თაობაზე?

საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე, მისი გაგრძელება აღდგენა დაუშვებელია, ათვლა იწყება მხარისთვის განჩინების ჩაბარების, ან მხარისთვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადების წუთიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება მისი ასლის მხარეთათვის ჩაბარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით სასამართლოს განჩინება გამოაქვს კერძო საჩივრის მიღებიდან ორი თვის ვადაში. კერძო საჩივრის სააპელაციო სასამართლოში შესატანად შეგიძლიათ მიმართოთ იურიდიული კომპანია "ნაკაშიძე და პარტნიორები"-ს იურისტებს.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: saapelacio sachivari, kerdzo sachivari, saapelacio sasamartlo, sachivris vada, apelanti, სააპელაციო საჩივარი, კერძო საჩივარი, სააპელაციო სასამართლო, საჩივრის ვადა, აპელანტი, ganmxilveli sasamartlo, განმხილველი სასამართლო
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სააპელაციო სასამართლოში, წარმატებით დასრულებული დავა, ამერიკის მოქალაქის სასარგებლოდ

სააპელაციო სასამართლოში, წარმატებით დასრულებული დავა, ამერიკის მოქალაქის სასარგებლოდ

ვრცლად

საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციულ სამართლის პროცესში

საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციულ სამართლის პროცესში

ვრცლად

თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოებში საკანონმდებლო მაცნეს წიგნების თვითმომსახურების აპარატები განთავსდა

თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოებში საკანონმდებლო მაცნეს

ვრცლად

როგორ უნდა დავირეგისტრიროთ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი ?

როგორ უნდა დავირეგისტრიროთ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი ?

ვრცლად

სტრასბურგის გადაწყვეტილება საქართველოსთვის- სისხლის სამართალში მტკიცებულებების წარდგენაზე

სტრასბურგის გადაწყვეტილება საქართველოსთვის- სისხლის სამართალში მტკიცებულებების წარდგენაზე

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp