Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა

ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა



როგორც წესი, განქორწინების შემდეგ, არასრულწლოვანი შვილები ერთ-ერთ მშობელთან ცხოვრობენ. მშობელი ზრუნავს შვილის განვითარებაზე, ცდილობს მაქსიმალურად კარგი განათლება მისცეს შვილს და უზრუნველყოს სხვა საჭიროებებით.

ხშირად, მშობელს სურს შვილი გაიყვანოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ, განათლების მისაღებად ან სხვა ობიექტური მიზეზით.  საქართველოს კანონმდებლობით 16 წლამდე არასრულწლოვნის პასპორტის გასაცემად, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, აუცილებელია ორივე მშობლის თანხმობა.

შესაძლოა მეორე მშობელი არ ასრულებდეს მის მოვალეობებს, არ ზრუნავდეს საკუთარ შვილზე, მაგრამ მისი თანხმობის გარეშე ბავშვს არ აქვს საშუალება დატოვოს საქართველოს საზღვრები.

სამწუხაროდ, ხშირად, მშობელი სიჯიუტის ან სხვა მიზეზის გამო უარს ამბობს პასპორტის გაცემის ნებართვაზე მაშინაც, როდესაც ბავშვის საზღვარგარეთ არ გაყვანამ შეიძლება მისი ინტერესები დააზიანოს. ზოგჯერ, მშობლები უბრალოდ ვერ თანხმდებიან რა არის უკეთესი მათი შვილისათვის.

ორივე შემთხვევაში, მხოლოდ სასამართლოა უფლებამოსილი შეუზღუდოს მშობელს უფლება და მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის თაობაზე. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ერთ-ერთ მშობელს საშუალება ექნება გაიყვანოს მისი შვილი საზღვარგარეთ.

საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს ადვოკატები დაგეხმარებიან დაიცვათ თქვენი და თქვენი არასრულწლოვნი შვილის ინტერესები სასამართლოში.


დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 


ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას:  საქართველოსა და იტალიაში  ყველა ინსტანციის სასამართლოში; 

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; 

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას  ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; 

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები