Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

წარმატებით დასრულებული საქმე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წინააღმდეგ

წარმატებით დასრულებული საქმე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წინააღმდეგ



საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს ადვოკატის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა და დააკამყოფილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წინააღმდეგ და  განმარტა, რომ სააგენტოს მიერ მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე მიღებული უარყოფითი დასკვნა თავისი მნიშვნელობით ცალსახად წარმოადგენს  ადმინისტრაციულ აქტს.

აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება და თავად ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესი განსაკუთრებულია იმდენად, რამდენადაც დავა შეეხებოდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონით გათვალისწინებულ საქართველოს  მოქალაქეობის მინიჭების პროცედურასა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დამკვიდრებულ უსამართლო პრაქტიკას.

საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება შესაძლებელია როგორც დაბადებით, ასევე ნატურალიზაციით. ხოლო “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანული კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გზით. არსებობს ნატურალიზაციის რამდენიმე სახე: ჩვეულებრივი, გამარტივებული, საგამონაკლისო და მოქალაქეობის აღდგენის გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების საკითხზე არამოქალაქე (დაინტერესებული) პირის განცხადებას განიხილავს არა საქართველოს პრეზიდენტის აპარატი ან თავად პრეზიდენტი, არამედ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, რომელიც კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შემდეგ განმცხადებლის შესახებ ამზადებს დადებით ან უარყოფით დასკვნას. უშუალოდ ეს დასკვნა ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც დასკვნაზე დაყრდნობით “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას დაინტერესებულ პირს მიანიჭოს თუ არა საქართველოს მოქალაქეობა.

“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანული კანონის 29-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეობის მინიჭების საკითზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლებელია. ამასთანავე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დამკვიდრებული აქვს პრაქტიკა, რომლის თანახმადაც სააგენტო თავის მიერ გამოცემულ ზემოხსენებულ დადებით ან უარყოფით დასკვნას არ მიიჩნევს ადმინისტრაციულ აქტად და განმარტავს რომ შეუძლებელია მისი გასაჩივრება. ყოველივე ზემოხსნებულიდან გამომდინარე, ნებისმიერ პირს, რომლის მიმართაც სააგენტო გამოსცემს უარყოფით დასკვნას, ხოლო პრეზიდენტი ამ დასკვნის საფუძველზე უარს ეტყვის პირს მოქალაქეობის მინიჭებაზე, აპრიორი ეზღუდება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლითა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან შეუძლებელია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ფიზიკური პირის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების არა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოში, არამედ სასამართლოში გასაჩივრებაც, სასამართლო ხშირ შემთხვევაში წარმოებაშიც კი არ იღებდა ასეთ სარჩელებს და განმარტავდა რომ არ არსებობს გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი, რადგან ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუცია ადმინისტრაციული აქტი. საერთაშორისო სამართალში დამკვიდრებული სტანდარტის თანახმად, ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს, რომ მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება ორ დონეზე მაინც გაასაჩივროს.

მოქალაქეობის მინიჭების საკითხით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ საშუალება, თუკი მიიჩნევენ რომ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გამოცემული უარყოფითი დასკვნა არის უსამართლო ან დაუსაბუთებელი გაასაჩივრონ ის, რაც მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზების მხრივ.


დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 


ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას:  საქართველოსა და იტალიაში  ყველა ინსტანციის სასამართლოში; 

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; 

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას  ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; 

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები