iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი / სტატიები » ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება
იურიდიული სტატია

ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება

24-04-2023, 12:05 ადვოკატი / სტატიები / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / iuristi 249 ნახვა
ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება

მოგების სახით ზიანის ანაზღაურებაში იგულისხმება ქონებრივი ზიანის ანაზღაურება, რომელიც შეიძლება მოთხოვნილი იყოს არაქონებრივ ზიანთან ერთად და დამოუკიდებლადაც. ქონებრივი ზიანის არსებობისთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე კრიტერიუმი.

1.ქონებრივი დანაკლისი ,რაც პირმა მისი უფლებების ხელყოფით განიცადა და მოგება ,რომელიც ხელმყოფმა პირადი არაქონებრივი უფლებების ხელყოფის შედეგად მიიღო .მაგალითად: პაციენტების დაკარგვა,პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა,სხვადასხვა სახის ქონებრივი სარგებელი და სხვა.

2.მართლსაწინააღმდეგო მოქმედება რომელიც შესაძლოა განხორციელდეს ქონებრივი ზიანის მომტანი ფაქტების გავრცელებით;ზიანის მომტანი ფაქტების გახმაურებით;თანხმობის გარეშე პირის გამოსახულების გავრცელებით.

3.კიდევ ერთი კრიტერიუმია მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ქონებრივ ზიანს შორის. თუ კონკრეტული ქმედების შედეგად პირს არ მიადგა ზიანი ,ასეთი მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში მას ანაზღაურების მიღების სამართლებრივი საფუძველი არ წარმოეშობა.

4. და ბოლოს ხელმყოფის ბრალეულობა.ბრალეულობის დამტკიცების გარეშე მოთხოვნის დაყენებას სამართლებრივი საფუძველი არ წარმოეშობა.

მოგებაში იგულისხმება მისაღები ნებისმიერი სარგებელი ,რომელიც ხელმყოფმა ასეთი ქმედების შედეგად მიიღო .მაგ.: გაზარდა ტირაჟი,გაავრცელა ინფორმაცია,რომელმაც მიიღო სასაქონლო ხასიათი,განათავსა არასათანადო რეკლამა და მოიგო გარკვეული თანხა.

არაქონებრივი ზიანი ნიშნავს ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებების გამოწვევას(სულიერი ტკივილი,ტანჯვა).არაქონებრივი ზიანის დადგომისთვის ჯერ სხვა უფლებათა დარღვევა უნდა არსებობდეს.

სამოქალაქო სამართალში ბრალი პირის მიერ კონკრეტული ქმედებისა და მისი შედეგისადმი დამოკიდებულებას გულისხმობს.თუ ბრალის დადგენისთვის შესაბამისი ფაქტები არ იქნება წარდგენილი პირის ქმედება მართსაწინააღმდეგოდ არ ჩაითვლება.

ბრალთან ერთად არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა არსებობდეს მართლწინააღმდეგობა.პირის ქმედება უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს და მისი დარღვევა უნდა ითვალისწინებდეს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას.მხოლოდ სუბიექტის მოსაზრება,რომ მას მიადგა ზიანი და ამით განხორციელდა უკანონობა არ არის საკმარისი.

მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთ ელემენტს წარმოადგენს .მიზეზობრივი კავშირის საფუძველზე დგინდება თუ როგორია ქმედება ,რომელიც ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს.

ზნეობრივი ტანჯვა გამოიხატება ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევაში.ეს შეიძლება იყოს : მწუხარება,შიში,ნეგატიური ემოციები,ეჭვები და სხვათა გამოხატულება.თითიოეული ადამიანის შემთხვევაში ის ინდივიდუალურია და ობიექტურად უნდა განისაზღვროს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ზიანი, ზიანის ანაზღაურება, ქონებრივი, არაქონებრივი, მორალური ზიანი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რას ნიშნავს დელიქტი?

რას ნიშნავს დელიქტი?

ვრცლად

მორალური ზიანი

მორალური ზიანი

ვრცლად

რა არის დელიქტი და დელიქტური ვალდებულებები

რა არის დელიქტი და დელიქტური ვალდებულებები

ვრცლად

ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ვრცლად

ავტოავარიის შედეგად მიღებული ზიანის ანაზღაურება

ავტოავარიის შედეგად მიღებული ზიანის ანაზღაურება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp