iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » სისხლის სამართლის საქმის განხილვისას გასაჩივრების წესი და ვადები
იურიდიული სტატია

სისხლის სამართლის საქმის განხილვისას გასაჩივრების წესი და ვადები

21-11-2022, 18:41 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 370 ნახვა
სისხლის სამართლის საქმის განხილვისას გასაჩივრების წესი და ვადები

აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, გაუქმების ან შეცვლის შესახებ განჩინება ერთჯერადად შეიძლება გაასაჩივროს ბრალდებულმა, მისმა ადვოკატმა, პროკურორმა მისი გამოტანიდან 48 საათის განმავლობაში. აქ საინტერესო საკითხია მოსამართლის მერ ამ განჩინების ჩაბარების დრო იურისტებისთვის, რადგან ხშირად ძალიან ცოტა დრო რჩება მხარეს გასაჩივრებისთვის. ეს ხდება განჩინების გამომტანი სასამართლოს საშუალებით, რომელიც შესაბამის სააპელაციო სასამართლოს უგზავნის საჩივარს განსჯადობის მიხედვით. აღკვეთის ღონისძიების განჩინების გასაჩივრება არ აჩერებს აღკვეთი ღონისძიების აღსრულებას.

სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომის მოსამართლეს თუ გამოაქვს გადაწყვეტილება მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის თაობაზე ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო საქმეთა კოლეგიაში ხუთი დღის ვადაში ამ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მეშვეობით. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე განიხილავს საჩივარს მისი შესვლიდან 5 დღის ვადაში.

როდესაც დასრულდება საქმის არსებითი განხილვა მოსამართლე გამოაცხადებს ადგილზე თათბირით ან სათათბირო ოთახში გასვლის შემდეგ განაჩენს, რომელის ასლიც როგორც დაცვის მხარეს, ასევე ბრალმდებელს წერილობით უნდა ჩაბარდეს.

საჩივრდება თუ არა ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი და რა ვადაში?

თუ საქმეს განიხილავენ ნაფიცი მსაჯულები, მათ მიერ გამოტანილი გამამართლებელი ვერდიქტი საბოლოოა და არ საჩივრდება. მხარეს უფლება აქვს ერთჯერადად საკასაციო წესით გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში ნაფიც მსაჯულების ვერდიქტის საფუძველზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი თუ სხდომის თავმჯდომარე უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებს მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ; მოსამართლემ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის განხილვისას, ამან კი გამოიწვია შეჯიბრებითობის პრინციპის არსებითი დარღვევა; თუ სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულებთან, სანამ ისინი სათათბირო ოთახში გავლენ, განმარტებების მიცემისას დაუშვებს არსებით შეცდომას; განაჩენის გამოტანისას თავმჯდომარე არ დაეყრდნობა მთლიანად ან ნაწილობრივ ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტს; სასჯელი უკანონო ან/და აშკარად დაუსაბუთებელია; სხდომის თავმჯდომარემ არ გაითვალისწინა ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაცია.

რა ვადაში შემიძლია გავასაჩივრო განაჩენი სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში?

სააპელაციო საჩივრის შეტანა ხდება განაჩენის გამომტან სასამართლოში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში. ანალოგიურია საკასაციო სასამართლოში, გასაჩივრების ვადა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით აქაც 1 თვეს წარმოადგენს. როგორც სააპელაციო ასევე საკასაციო გასაჩივრებისას საჩივრის შემტანი შეიძლება იყოს, როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე. საჩვრის შესატანად შეგიძლიათ მიმართოთ ადვოკატს, რომლიც დაგეხმარებათ თქვენი უფლებების დაცვაში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: sisxlis samartlis saqme, saqmis ganxilva, gadawyvetilebis gasachivreba, gasachivrebis vadebi, სისხლის სამართლის საქმე, საქმის განხილვა, გადაწყვეტილების გასაჩივრება, გასაჩივრების ვადები
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სააპელაციო საჩივარი

სააპელაციო საჩივარი

ვრცლად

დაკავების შესახებ განჩინების გასაჩივრების შეუძლებლობა, როგორც საკანონმდებლო ხარვეზი

დაკავების შესახებ განჩინების გასაჩივრების შეუძლებლობა, როგორც საკანონმდებლო ხარვეზი

ვრცლად

როგორ უნდა დავირეგისტრიროთ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი ?

როგორ უნდა დავირეგისტრიროთ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი ?

ვრცლად

რას ნიშნავს აღკვეთის ღონისძიება და როდის გამოიყენება?

რას ნიშნავს აღკვეთის ღონისძიება და როდის გამოიყენება?

ვრცლად

საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციულ სამართლის პროცესში

საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციულ სამართლის პროცესში

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp