iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » Advokati | lawyer » რა არის თავდებობის ხელშეკრულება და რატომ უნდა იცოდეთ მისი ყველა საფრთხე - განმარტავს ადვოკატი ნათია ნაკაშიძე
იურიდიული სტატია

რა არის თავდებობის ხელშეკრულება და რატომ უნდა იცოდეთ მისი ყველა საფრთხე - განმარტავს ადვოკატი ნათია ნაკაშიძე

29-10-2025, 15:38 Advokati | lawyer / ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სახელშეკრულებო სამართალი / ხელშეკრულებები 17 ნახვა
რა არის თავდებობის ხელშეკრულება და რატომ უნდა იცოდეთ მისი ყველა საფრთხე - განმარტავს ადვოკატი ნათია ნაკაშიძე

თანამედროვე ეკონომიკურ ურთიერთობებში თავდებობის ხელშეკრულება ხშირად გვხვდება როგორც ფინანსურ, ასევე პირად ვალდებულებებში. თუმცა, ბევრს არ აქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავს თავდებად დადგომა და რა პასუხისმგებლობას იღებს ამ დროს ადამიანი.

ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს, რომ თავდებობის ხელშეკრულება ერთი შეხედვით მარტივი სამართლებრივი დოკუმენტია, თუმცა მისი შედეგები შეიძლება საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდეს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლი ადგენს: „თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას კრედიტორის წინაშე, მესამე პირის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.“ - ეს ნიშნავს, რომ თავდები ხდება პირი, რომელიც საკუთარ ქონებრივ პასუხისმგებლობას უკავშირებს სხვის ვალდებულებას - ფაქტობრივად, „უზრუნველყოფს“ ვალის დაფარვას იმ შემთხვევაში, თუ მოვალე ვერ შეძლებს გადახდას.

თავდებობა არის პიროვნული უზრუნველყოფის მექანიზმი, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება მთავარ ვალდებულებას. აქ ვხვდებით სამ სამართლებრივ ურთიერთობას:

  1. კრედიტორსა და ძირითად მოვალეს შორის,

  2. კრედიტორსა და თავდებს შორის,

  3. მოვალესა და თავდებს შორის.

ამ სამკუთხედის ერთ-ერთი მხარის შეცდომამ ან დაუფიქრებელმა მოქმედებამ შეიძლება სერიოზული სამართლებრივი შედეგები გამოიწვიოს - განსაკუთრებით თავდებისათვის.

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თავდებობის ხელშეკრულება ხშირად შეიცავს ფარულ საფრთხეს:

  • ბევრი ადამიანი არ აცნობიერებს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სწორედ თავდები აგებს პასუხს, და არა მხოლოდ მოვალე;

  • თავდების პასუხისმგებლობა შესაძლოა გავრცელდეს მთელ მის ქონებაზე;

  • ხშირია შემთხვევები, როცა სუბიექტი მოტყუებით ან დაუფიქრებლად აწერს ხელს ხელშეკრულებას და შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში ვარდება;

  • თავდების რისკი იზრდება, თუ მთავარი მოვალე ფინანსურად სუსტია ან განზრახ არ ასრულებს ვალდებულებებს.

თუ თქვენგან მოითხოვენ თავდებად დადგომას, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე გირჩევთ:

  1. ყურადღებით გაეცნოთ ხელშეკრულების თითოეულ პუნქტს;

  2. დარწმუნდეთ, რომ იცით ვალდებულების სრული მოცულობა და თანხა;

  3. მოითხოვეთ ძირითადი მოვალის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია;

  4. არ მოაწეროთ ხელი ემოციურად ან ზეწოლის ქვეშ;

  5. კონსულტაცია გაიარეთ პროფესიონალ იურისტთან/ადვოკატთან;

„თავდებობის ხელშეკრულება ხშირად აღიქმება მეგობრობის ან ნდობის გამოხატულებად, მაგრამ სამართლებრივად ეს არის სერიოზული ფინანსური ვალდებულება. თავდები ყოველთვის უნდა აცნობიერებდეს, რომ კრედიტორის წინაშე ის სრულფასოვანი მოვალეა“ - აცხადებს ადვოკატი ნათია ნაკაშიძე.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: თავდებობის ხელშეკრულება, თავდები, სამოქალაქო სამართალი, კრედიტორი, მოვალე, სამოქალაქო კოდექსი, იურიდიული რჩევა, პასუხისმგებლობა, ადვოკატი, ხელშეკრულების გაფორმება, თავდებობა, ნათია ნაკაშიძე, ხელშეკრულება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


თავდები - პასუხისმგებლობა, რისკები და სამართლებრივი შედეგები | ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს

თავდები - პასუხისმგებლობა, რისკები და სამართლებრივი შედეგები | ადვოკატი ნათია ნაკაშიძე

ვრცლად

რა უნდა იცოდეთ, თუ ვინმეს თავდებობას აპირებთ?

რა უნდა იცოდეთ, თუ ვინმეს თავდებობას აპირებთ?

ვრცლად

თავდების პასუხისმგებლობა

თავდების პასუხისმგებლობა

ვრცლად

თავდებობა

თავდებობა

ვრცლად

რას გულისხმობს სოლიდარული თავდებობა

რას გულისხმობს სოლიდარული თავდებობა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp