iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » Advokati | lawyer » მეურვეობა და მზრუნველობა საქართველოში - ვის და როგორ შეიძლება დაენიშნოს?
იურიდიული სტატია

მეურვეობა და მზრუნველობა საქართველოში - ვის და როგორ შეიძლება დაენიშნოს?

17-10-2025, 15:08 Advokati | lawyer / ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / ოჯახური დავები 53 ნახვა
მეურვეობა და მზრუნველობა საქართველოში - ვის და როგორ შეიძლება დაენიშნოს?

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული იურისტი, განიხილავს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამართლებრივ მექანიზმს - მეურვეობასა და მზრუნველობას, რომელიც უზრუნველყოფს იმ პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას, ვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ შეუძლიათ საკუთარი უფლებების დამოუკიდებლად განხორციელება.

მეურვეობა-მზრუნველობა წარმოადგენს სამართლებრივ ინსტიტუტს, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებისა და სრულწლოვანი ქმედუუნარო პირების ინტერესების დაცვას. ეს მექანიზმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი დარჩენილია მშობლის ან მეურვის მზრუნველობის გარეშე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-ე მუხლის თანახმად, მეურვეობა ან მზრუნველობა წესდება:

(ა) არასრულწლოვანზე, რომელიც მშობლის მზრუნველობის გარეშე დარჩა - გარდაცვალების, უგზო-უკვლოდ დაკარგვის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის, ან ბავშვის მიტოვებულად აღიარების გამო;

(ბ) სრულწლოვანზე, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები და მოვალეობები.

რა ასაკის ბავშვზე წესდება მეურვეობა ან მზრუნველობა?

  • მეურვეობა წესდება ბავშვზე, რომელსაც არ მიუღწევია 7 წლის ასაკისთვის;

  • მზრუნველობა 7-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანზე.

გარდა ამისა, კანონმდებლობა ითვალისწინებს იმ შემთხვევასაც, როდესაც სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი საკუთარი სურვილით ითხოვს მზრუნველის დანიშვნას, თუკი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას არ აძლევს საშუალებას დამოუკიდებლად შეასრულოს თავისი ვალდებულებები.

კანონის თანახმად, მეურვე ან მზრუნველი უნდა დაინიშნოს არაუგვიანეს ერთი თვისა მას შემდეგ, რაც შესაბამის ორგანოსათვის გახდება ცნობილი მეურვეობის ან მზრუნველობის საჭიროება.

დანიშვნისას აუცილებელია კანდიდატის თანხმობა - ეს უზრუნველყოფს პირის ინტერესების პატივისცემასა და კეთილსინდისიერად შესრულებულ მოვალეობას.

როგორც ადვოკატი ნათია ნაკაშიძე აღნიშნავს “მეურვეობის ან მზრუნველობის დანიშვნისას მთავარი მიზანია არა ფორმალური ვალდებულების შესრულება, არამედ იმ პირის კეთილდღეობა, ვისაც რეალურად სჭირდება დახმარება.”

თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები მეურვეობის ან მზრუნველობის დანიშვნის წესთან დაკავშირებით,
მნიშვნელოვანია, რომ მიმართოთ კვალიფიციურ იურისტს, რომელიც გაგიწევთ სწორ კონსულტაციას და დაგეხმარებათ შესაბამისი სამართლებრივი გზების სწორად გამოყენებაში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: მეურვეობა, მზრუნველობა, ბავშვთა უფლებები, ადვოკატი, ნათია ნაკაშიძე, იურიდიული დახმარება, სამოქალაქო საქმეები, სოციალური დაცვა, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, სამოქალაქო სამართალი, მეურვის დანიშვნა, მზრუნველის დანიშვნა, სამოქალაქო კოდექსი, მეურვეობის ორგანოები
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მშობლის უფლების ჩამორთმევა და აღდგენა

მშობლის უფლების ჩამორთმევა და აღდგენა

ვრცლად

მშობლის უფლებების შეზღუდვა/ჩამორთმევა

მშობლის უფლებების შეზღუდვა/ჩამორთმევა

ვრცლად

რა შემთხვევაში ჩამოერთმევათ ან შეეზღუდებათ მშობლებს უფლებები

რა შემთხვევაში ჩამოერთმევათ ან შეეზღუდებათ მშობლებს უფლებები

ვრცლად

მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა/შეჩერება/ჩამორთმევა

მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა/შეჩერება/ჩამორთმევა

ვრცლად

რა შედეგები მოსდევს მშობლის უფლებების ჩამორთმევას?

რა შედეგები მოსდევს მშობლის უფლებების ჩამორთმევას?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp