iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ოჯახური დავები » რა შემთხვევაში ჩამოერთმევათ ან შეეზღუდებათ მშობლებს უფლებები
იურიდიული სტატია

რა შემთხვევაში ჩამოერთმევათ ან შეეზღუდებათ მშობლებს უფლებები

29-05-2023, 14:51 ოჯახური დავები / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 292 ნახვა
რა შემთხვევაში ჩამოერთმევათ ან შეეზღუდებათ მშობლებს უფლებები

მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეჩერება

  • სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს მშობლების უფლება, იყვნენ ბავშვის წარმომადგენლები სასამართლო წარმოების განმავლობაში, დავის გადაწყვეტამდე ამ კოდექსის 1200-ე და 1201-ე მუხლების შესაბამისად.
  • როდესაც ამ კოდექსის 1251-ე მუხლის შესაბამისად მშობლები აცხადებენ ბავშვის გაშვილების შესახებ თანხმობას, მშობლის ყველა უფლება შეჩერებულია, თუ მშობლები ბავშვის გაშვილების შესახებ თანხმობაზე უარს არ განაცხადებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
  • თუ ნაპოვნია ბავშვი, რომლის ვინაობა, მშობლების ვინაობა ან მათი ადგილსამყოფელი უცნობია, მისი მშობლების უფლებები და მოვალეობები შეჩერებულად ჩაითვლება, სანამ: ა) დადგინდება მისი ან მისი მშობლების ვინაობა და ის დაუბრუნდება თავის ოჯახს; ბ) დადგინდება მისი მშობლების ვინაობა, რომლებიც თავს არიდებენ მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებას, და სასამართლო შეუზღუდავს ან ჩამოართმევს მათ მშობლის უფლებებსა და მოვალეობებს; გ) ბავშვი აღიარებული იქნება მიტოვებულად.
  • მეურვეობა და მზრუნველობა დგინდება იმ ბავშვის მიმართ, რომლის ორივე მშობლის უფლებები და მოვალეობები შეჩერებულია ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად.

მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რის შესახებაც გადაწყვეტილება სასამართლოს გამოაქვს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ან 14 წელს მიღწეული ბავშვის ინიციატივით.

მშობელს ყველა უფლება და მოვალეობა ჩამოერთმევა, თუ:

1. სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას;

2. არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით;

3. ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია;

4. ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის მოწყალების თხოვნა, მაწანწალობა);

5. შვილი მიტოვებულად არის აღიარებული.

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ბავშვი, რომლის ორივე მშობელს ჩამოერთვა მშობლის უფლებები, უნდა იქნეს შვილად აყვანილი, ან მას უნდა დაენიშნოს მეურვე ან მზრუნველი.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: მშობლის უფლების ჩამორთმევა, მშობლის უფლების შეზღუდვა, რა შემთხვევაში, ბავშვი, სასამართლოს მიერ, მშობლის მოვალეობები
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მშობლის უფლებების შეზღუდვა/ჩამორთმევა

მშობლის უფლებების შეზღუდვა/ჩამორთმევა

ვრცლად

მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა/შეჩერება/ჩამორთმევა

მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა/შეჩერება/ჩამორთმევა

ვრცლად

არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილი მშობლების განქორწინებისას

არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილი მშობლების განქორწინებისას

ვრცლად

მშობლის უფლებების აღდგენა

მშობლის უფლებების აღდგენა

ვრცლად

მშობლის უფლების ჩამორთმევა და აღდგენა

მშობლის უფლების ჩამორთმევა და აღდგენა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp