საჯარო და არასამთავრობო სექტორები რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა დაცვის გაძლიერების თაობაზე შეხვდნენ
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, მულტიუწყებრივი შეხვედრა შედგა. საჯარო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლებმა არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მუშაობის სპეციფიკაზე იმსჯელეს. განიხილეს რეფერირების მექანიზმის არსებული პრაქტიკა და სამომავლო აქტივობები დაგეგმეს.
შეხვედრა პროექტ - „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში შედგა. ის 2021 წლიდან ხორციელდება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
მულტიუწყებრივ შეხვედრას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, მანდატურის სამსახურის, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.
ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
