iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფი დაფუძნდა
იურიდიული სტატია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფი დაფუძნდა

15-12-2022, 16:12 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 183 ნახვა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფი დაფუძნდა

იუსტიციის სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საკონსულტაციო ჯგუფის კონცეფცია და 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს. დოკუმენტი შშმ პირთა უფლებების რეალიზებისათვის მიმდინარე წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ აქტივობებს მოიცავს. მათ შორისაა: საკანონმდებლო სისტემის რევიზია და გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციასთან მისი შესაბამისობის ანალიზი; ელექტრონული სერვისებისა და ვებგვერდების ხელმისაწვდომობის მიზნით ჩატარებული სამუშაოები; სისტემის თანამშრომელთა გადამზადება შშმ პირთა უფლებათა დაცვის საკითხებზე; ცვლილებები საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში, რომელიც მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის საშეღავათო პირობებით გაცემას ითვალისწინებს.

ღონისძიების მონაწილეებმა საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები და აქტივობები განიხილეს.

შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა, პროექტის − „ადამიანის უფლებები ყველასთვის - II ფაზა“ ფარგლებში. შეხვედრა მიეძღვნა შშმ პირთა საერთაშორისო დღეს, რომელიც, 1992 წლიდან აღინიშნება.

საკონსულტაციო ჯგუფი შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობის პროცესის ინკლუზიურობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად შეიქმნა. მისი მიზანი შშმ პირთა უფლებების დაცვის წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში შშმ პირთა ჩართულობისა და მონაწილეობის უზრუნველყოფაა. ჯგუფი დაკომპლექტებულია იუსტიციის სამინისტროსა და სსიპ-ების, არასამთავრობო სექტორის, შშმ თემის წარმომადგენლებისაგან. საკონსულტაციო ჯგუფის სამდივნოს ფუნქციას სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი ასრულებს.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: iusticiis saministro, shezguduli shesadzleblobis mqone piri, shezguduli shesadzlebis mqone pirta uflebebi, იუსტიციის სამინისტრო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართვ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები

ვრცლად

კულტურის კომიტეტში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კუთხით არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევის გზების შესახებ იმსჯელეს

კულტურის კომიტეტში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კუთხით არსებული გამოწვევებისა და მათი

ვრცლად

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან

ვრცლად

პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

ვრცლად

2024 წლიდან სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილი იქნებიან, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეხვდნენ სპეციალურ ოთახში, სადაც ვიზუალური ან ელექტრონული მეთვალყურეობა არ ხორციელდება

2024 წლიდან სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp