შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა, იაპონიის საელჩოს წარმომადგენელს უმასპინძლა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა, იაპონიის საელჩოს მეორე მდივანს, უსაფრთხოების სექციის ხელმძღვანელს, კენ ჰირატას უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, საელჩოს წარმომადგენელმა ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების, ასევე სარფის საბაჟო გამშვები პუნქტები დაათვალიერა და საზღვრის კვეთის პროცედურებს ადგილზე გაეცნო.
სამუშაო შეხვედრისას, მხარეებმა პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და იაპონიის მთავრობის მხრიდან, ტექნიკური დახმარების გაწევის ფარგლებში, დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები განიხილეს.
წყარო: შემოსავლების სამსახური Revenue Service
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
