iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » საგადასახადო დავები » შემოსავლების სამსახურმა ევროკავშირის „საგადასახადო პროგრამის“ ფარგლებში ჩატარებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
იურიდიული სტატია

შემოსავლების სამსახურმა ევროკავშირის „საგადასახადო პროგრამის“ ფარგლებში ჩატარებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

21-12-2023, 19:50 საგადასახადო დავები / საგადასახადო ადვოკატი / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / სიახლე 220 ნახვა
შემოსავლების სამსახურმა ევროკავშირის „საგადასახადო პროგრამის“ ფარგლებში ჩატარებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ევროკავშირის „საგადასახადო პროგრამის“ (Fiscalis) ფარგლებში ჩატარებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. აღნიშნულ ღონისძიებას 22 ქვეყნის საგადასახადო ადმინისტრაციის 36 წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრის მიზანს წარმოადგენს პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება და მათი ადმინისტრირების პროცესთან დაკავშირებული გამოწვევებისა და სიახლეების განხილვა.


სამუშაო შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, დაჩი ქინქლაძემ. მან ხაზი გაუსვა „საგადასახადო პროგრამის“ როლს, როგორც საგადასახადო სფეროში, ასევე ევროკავშირთან შემდგომი დაახლოებისა და შემოსავლების სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.


აქვე აღვნიშნავთ, რომ 2022 წელს, საქართველო გახდა ევროკავშირის „საგადასახადო პროგრამის“ სრულუფლებიანი წევრი. ხოლო, 2023 წელს, პროგრამის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურმა მიიღო გრანტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დაფინანსდეს ღონისძიებები ევროკავშირის მიერ დადგენილი პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით.


ამასთან აღსანიშნავია, რომ ეს სამუშაო შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის „საგადასახადო პროგრამის“ ფარგლებში ჩატარებული პირველი ღონისძიებაა და ის სრულად დაფინანსდა ზემოაღნიშნული გრანტის ფარგლებში. სამუშაო შეხვედრას, რომელიც დიალოგის ფორმატში წარიმართა, ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

შემოსავლების სამსახური Revenue Service

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: შემოსავლების სამსახურმა, ევროკავშირის, საგადასახადო პროგრამის, სამუშაო შეხვედრას
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საგადასახადო დავების განხილვა

საგადასახადო დავების განხილვა

ვრცლად

საგადასახადო დავა

საგადასახადო დავა

ვრცლად

როგორ უნდა მოიქცეს მეწარმე, შემოსავლების სამსახურის მიერ დაჯარიმების შემთხვევაში

როგორ უნდა მოიქცეს მეწარმე, შემოსავლების სამსახურის მიერ დაჯარიმების შემთხვევაში

ვრცლად

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო/Constitutional Court of Georgia

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო/Constitutional Court of Georgia

ვრცლად

კომპანიის ლიკვიდაციის დროს ფინანსური ვალდებულებების შესრულება

კომპანიის ლიკვიდაციის დროს ფინანსური ვალდებულებების შესრულება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp