iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » შემოსავლების სამსახურმა AEO-ს ახალი სტატუსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციას გააცნო
იურიდიული სტატია

შემოსავლების სამსახურმა AEO-ს ახალი სტატუსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციას გააცნო

15-05-2023, 13:45 სიახლე / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / iuristi 169 ნახვა
შემოსავლების სამსახურმა AEO-ს ახალი სტატუსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციას გააცნო

ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) ახალი სტატუსი და გამარტივებული საბაჟო ფორმალობები იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი კომპანიებისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი საკითხი.

შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპანიების ახალი სტატუსის შესახებ ისაუბრეს და BAG-ის წევრ კომპანიებს სიახლეები გააცნეს.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველომ აიღო სამართლებრივი ვალდებულება, ეტაპობრივად მოახდინოს საბაჟო პროცედურების ევროპულ რეგულაციებთან დაახლოება. ამასთან, აღნიშნული რეგულაციები ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფციის იმპლემენტაციასაც გულისხმობს და ის საბაჟო სისტემასა და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობას ეფუძნება.

აღსანიშნავია, რომ ახალი სტატუსი კომპანიებს ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს, კერძოდ, ავტორიზაციის მფლობელის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას შემცირდება საქონლის ფიზიკური დათვალიერებისა და დოკუმენტური შემოწმების სიხშირე, ხოლო საბაჟო გაფორმების პროცედურები პრიორიტეტული წესით შესრულდება, რაც მნიშვნელოვან შეღავათს წარმოადგენს ბიზნეს ოპერატორებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსი აღიარებულია 100-ზე მეტ ქვეყანაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო ვაჭრობაში. ხაზგასასმელია, რომ AEO-ს სტატუსის მქონე ბიზნესები მაღალი რეპუტაციით სარგებლობენ როგორც მომხმარებლებთან, ასევე პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას. ასევე, საგულისმოა, რომ სტატუსის მფლობელისათვის შესაძლებელი გახდება ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეღავათებებით ისარგებლოს იმ ქვეყნებში, რომლებთანაც მიღწეული იქნება შესაბამისი ურთიერთაღიარების შეთანხმებები.

პრეზენტაციის დასასრულს, BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა დასვეს მათთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი კითხვები, რის შემდეგაც, გაიმართა დისკუსია.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას შემოსავლების სამსახურთან, დღეს უწყების წარმომადგენლებმა ბიზნესს გააცნეს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) ახალი სტატუსი, რომელიც კომპანიებს შეუმსუბუქებს საბაჟო პროცედურებს და შესაბამისად, ხელს შეუწყობს მათ პროდუქტიულ საქმიანობას. მივესალმებით, ასეთ სერვისებს და ვიმედოვნებთ, რომ მათი იმპლემენტაცია ეფექტიანად განხორციელდება“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

წყარო: საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: შემოსავლების სამსახური, ბიზნეს ასოციაცია, ახალი სტატუსი, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, საბაჟო ფორმალობები, გამარტივებული
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს საქონლის გაფორმების ახალ დაჩქარებულ შესაძლებლობას სთავაზობს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს საქონლის გაფორმების

ვრცლად

საადვოკატო მომსახურება საგადასახადო და საბაჟო საკითხებზე

საადვოკატო მომსახურება საგადასახადო და საბაჟო საკითხებზე

ვრცლად

დღეიდან ამოქმედდა ავტომობილების საბაჟო საწყობების საქმიანობის შემსუბუქებული სანებართვო პირობები და აღრიცხვის გამარტივებული პროცედურები

დღეიდან ამოქმედდა ავტომობილების საბაჟო საწყობების საქმიანობის შემსუბუქებული სანებართვო

ვრცლად

18 აპრილიდან TIR პროცედურაზე დაშვების წესი მარტივდება

18 აპრილიდან TIR პროცედურაზე დაშვების წესი მარტივდება

ვრცლად

რუსთავის ციხის მსჯავრდებულებს მიკრო ბიზნესის სტატუსი მიენიჭათ

რუსთავის ციხის მსჯავრდებულებს მიკრო ბიზნესის სტატუსი მიენიჭათ

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp