iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სისხლის სამართალი » ქურდობა, ძარცვა თუ ყაჩაღობა? - იურიდიული განმარტება
იურიდიული სტატია

ქურდობა, ძარცვა თუ ყაჩაღობა? - იურიდიული განმარტება

27-10-2025, 15:00 სისხლის სამართალი / ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 74 ნახვა
ქურდობა, ძარცვა თუ ყაჩაღობა? - იურიდიული განმარტება

ქურდობა, ძარცვა და ყაჩაღობა - როგორ განვასხვავოთ?

სამართლებრივ სამყაროში ხშირად გვხვდება ტერმინები - ქურდობა, ძარცვა და ყაჩაღობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს დანაშაულები ერთი შეხედვით ერთმანეთს ჰგავს, თითოეულ მათგანს საკუთარი სამართლებრივი შინაარსი და დამახასიათებელი ელემენტები აქვს.

სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მიხედვით, ქურდობა არის სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ეს ნიშნავს, რომ ქურდი ცდილობს ნივთის დაუფლებას ისე, რომ დაზარალებულმა ან სხვებმა ვერ შეამჩნიონ. ქურდობის დანაშაული დასრულებულად ითვლება მაშინ, როცა პირი უკვე დაეუფლა ნივთს - თუნდაც ის ნივთი არ მოასწრო წაეღო.

მაგალითი:
თუ ვინმე ფარულად ამოიღებს თქვენს ჩანთას კაფეში ისე, რომ ვერ შეამჩნევთ - ეს ქურდობაა.

სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ძარცვა არის სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. სხვაობა ქურდობასთან შედარებით იმაშია, რომ აქ ქმედება ღიად, ყველას თვალწინ ხორციელდება.

მაგალითი:
თუ ქუჩაში ვინმე ჩანთას გამოგტაცებთ ხელიდან - ეს უკვე ძარცვაა, რადგან ქმედება აშკარაა და არ ფარავს მიზანს.

ყველაზე მძიმე ფორმაა ყაჩაღობა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით რეგულირდება.
ეს არის თავდასხმა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

ყაჩაღობა განსაკუთრებით საშიშია, რადგან აქ საფრთხე ექმნება არა მხოლოდ ქონებას, არამედ ადამიანის სიცოცხლესაც.
მნიშვნელოვანია - ყაჩაღობის დანაშაული დასრულებულად ითვლება თავდასხმის მომენტიდან, მიუხედავად იმისა, შეძლებს თუ არა დამნაშავე ნივთის დაუფლებას.

მაგალითი:
თუ ადამიანი სურს ფულის წაღება და ამისთვის მუქარით ან იარაღის დემონსტრირებით გესხმათ თავს — ეს ყაჩაღობაა, თუნდაც არაფერი წაუღია.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, სისხლის სამართალი, იურისტი, ადვოკატი, დანაშაული, სამართალი, იურიდიული რჩევა, იურიდიული განმარტება, სისხლის სამართლის კოდექსი, იურიდიული კონსულტაცია, სამართლებრივი დახმარება, სამართალი საქართველოში
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სისხლის სამართლებრივი დევნა 2 026 პირის მიმართ დაიწყო 2023 წლის ოქტომბრის თვეში | დანაშაულის სტატისტიკა

სისხლის სამართლებრივი დევნა 2 026 პირის მიმართ დაიწყო 2023 წლის ოქტომბრის თვეში |

ვრცლად

თიბისი ბანკში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.

თიბისი ბანკში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალდება

ვრცლად

ქურდობის ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინსპექტორი დააკავეს

ქურდობის ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს

ვრცლად

აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია

აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია

ვრცლად

რა არის თაღლითობა

რა არის თაღლითობა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp