iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სისხლის სამართალი » „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილება, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
იურიდიული სტატია

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილება, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

30-11-2023, 13:01 სისხლის სამართალი 145 ნახვა
„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილება, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილება, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

პარლამენტმა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით - 79 ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღო.

კანონპროექტით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან ხდება იმ ნორმის ამოღება, რომლის თანახმადაც არ შეიძლება გამოიკითხოს ან მოწმედ დაიკითხოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ის პირი, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდოს ინფორმაცია ან მისცეს ჩვენება.

ამავე დროს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, მოწმის ჩვენების სანდოობის შეფასებისას სხვა გარემოებებთან ერთად მხედველობაში მიიღება მისი უნარი სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

მომხსენებლის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საუკეთესო სტანდარტად მიიჩნევა, როდესაც ასეთ პირებს, მათი შესაძლებლობების მხედველობაში მიღებით, ნებისმიერ სამართალწარმოების პროცესში დაუბრკოლებლად მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ, თუ ეს არ არის რაიმე ობიექტური და გადაულახავი საჭიროებით განპირობებული შეზღუდვა და ამ შემთხვევაშიც, ბუნებრივია, ერთვება სხვა ტიპის ვალდებულებები.

„მაგრამ იქ, სადაც შესაძლებელია, რომ მოწმედ ან მხარედ მონაწილეობას ღებულობდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ბუნებრივია, ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი და კანონმდებლობა ამის გარანტიას უნდა იძლეოდეს“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს პარლამენტი

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: სისხლის, სამართალი, სისხლის სა, სისხლის სამართალი, სამართალი სისხლის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები, ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, sisxli, sisx
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მოწმის უფლებები

მოწმის უფლებები

ვრცლად

''პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმადაც, დგინდება კოლეჯის დირექტორის დამტკიცების საფუძველი - პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 80 ხმით მიიღო

''პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმადაც,

ვრცლად

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილების

ვრცლად

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება - პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით მიიღო

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება - პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და

ვრცლად

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp