საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო
არლამენტმა, ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით, 88 ხმით მიიღო.
ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან, მეორე პუნქტის შესასრულებლად „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ პროექტში მეორე მოსმენის დროს, ჯამში, 20-მდე ცვლილება შევიდა. მათგან 13 ახალ საარჩევნო რეფორმაში ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის საფუძველზე აისახა.
ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე პროექტში კიდევ ერთი შესწორება შევიდა და საარჩევნო კომისიის პარტიული წევრებისთვის სერტიფიცირება სავალდებულო აღარ იქნება.
ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან გამომდინარე მომზადებული „საარჩევნო კოდექსი“ პარლამენტში 26 სექტემბერს დაინიცირდა.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
