როგორ გავთავისუფლდეთ ნასამართლეობისგან?
ნასამართლეობა ამძიმებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. როგორ შეიძლება გავთავისუფლდეთ ნასამართლეობისგან?
ეს შესაძლებელია ნასამართლეობის მოხსნით ან/და ნასამართლეობის გაქარწყლებით.
თუ პირი პირობით მსჯავრდებულია, მას ნასამართლობა გაუქარწყლდება გამოსაცდელი ვადის გასვლისას.
თუ პირს დაენიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან, ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან ერთი წლის ვადაში, ხოლო თუ მსჯავრდებულს დაენიშნება სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ.
თუ მსჯავრდებულს დაენიშნება სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით მძიმე დანაშაულისათვის, ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ,
თუ მსჯავრდებულს დაენიშნება სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ. ხოლო, თუ პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი.
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია ნასამართლეობის გაქარწყლებას გარკვეულ ვადები,რაც უკავშირდება შეფარდებული სასჯელის სახეს,ზომას და ჩადენილი დანაშაულის კატეგორიას. შესაძლებელია ისიც ,რომ არ დაელოდოთ გაქარწყლებას და მიმართოთ ნასამართლეობის მოხსნის სხვა გზებს :
1.ნასამართლეობის მოხსნა პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე
მსჯავრდებულს შეუძლია მიმართოს პრეზიდენტს და მოითხოვოს შეწყალება.
2.ამნისტია
ამ დროს პარლამენტი გამოსცემს ამნისტიას,რომელიც დამნაშავეს მთლიანად ან ნაწილობრივ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.
3.მიმართვა სასამართლოსადმი
სასამართლოს აქვს უფლება მოუხსნას მსჯავრდებულს ნასამართლობა თუ მსჯავრდებული გათავისუფლების შემდეგ იქცეოდა უმწიკვლოდ.ამისათვის უნდა მიმართოთ რაიონულ სასამართლოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით,ან სასამართლოს, რომელმაც გადაწყვეტილება გამოიტანა.
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.
ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
