iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სახელშეკრულებო სამართალი » ნასყიდობის ხელშეკრულება - რას უნდა მიაქციოთ ყურადღება | ადვოკატი ნათია ნაკაშიძე
იურიდიული სტატია

ნასყიდობის ხელშეკრულება - რას უნდა მიაქციოთ ყურადღება | ადვოკატი ნათია ნაკაშიძე

17-10-2025, 14:40 სახელშეკრულებო სამართალი / ხელშეკრულებები / ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 40 ნახვა
ნასყიდობის ხელშეკრულება - რას უნდა მიაქციოთ ყურადღება | ადვოკატი ნათია ნაკაშიძე

ნასყიდობის ხელშეკრულება - რას უნდა მიაქციოთ ყურადღება | ადვოკატი ნათია ნაკაშიძე

ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, განმარტავს, რა არის ნასყიდობის ხელშეკრულება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს სამართლებრივ გარიგებას, რომლის საფუძველზეც:

(ა)გამყიდველი იღებს ვალდებულებას გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მის თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად;

(ბ) ხოლო მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ მითითებული არ არის, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ მის განსაზღვრის მექანიზმზე - მაგალითად, ექსპერტის შეფასებით ან საბაზრო კურსის გათვალისწინებით.

ნასყიდობა ყველაზე ხშირად გამოყენებადი და პრაქტიკაში გავრცელებული სამართლებრივი ფორმაა - იქნება ეს უძრავი ქონების ყიდვა, ავტომობილის გადაფორმება თუ ბიზნესის წილის შეძენა.

მის შინაარსში რამდენიმე მნიშვნელოვანი ელემენტია:

(ა) მონაწილე სუბიექტები: გამყიდველი და მყიდველი;

(ბ) ხასიათი: ორმხრივად მავალდებულებელი, კონსესუალური და სასყიდლიანი;

(გ) სამართლებრივი ძალა: წარმოიშობა მაშინვე, როცა მხარეები თანხმდებიან არსებით პირობებზე;

ნებისმიერ ნასყიდობის ხელშეკრულებას აქვს ორი აუცილებელი ელემენტი:

1.ნასყიდობის საგანი — შეიძლება იყოს როგორც უძრავი, ასევე მოძრავი ქონება, ან თუნდაც არამატერიალური სიკეთე (მაგალითად, ინტელექტუალური საკუთრება).

2. ფასი - რომელიც უნდა იყოს განსაზღვრული ან განსაზღვრადი.

სწორად დადგენილი პირობების გარეშე, ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება ჩაითვალოს ბათილად.

ნასყიდობის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ხშირად ჩნდება სამართლებრივი კითხვები, მაგალითად:

(ა) ნივთის ნაკლოვანება ან უხარისხო მდგომარეობა;

(ბ) ფასის გადაუხდელობა ან გადახდის დაგვიანება;

(გ) ხელშეკრულების მოშლა ან ბათილობა;

(დ) საკუთრების უფლების რეგისტრაციის პრობლემა.

ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულების მომზადება ან გადამოწმება მოხდეს პროფესიონალი ადვოკატის მონაწილეობით, რათა თავიდან აიცილოთ ხარჯიანი სამართლებრივი დავები.

თუ გაქვთ კითხვა ნასყიდობის ხელშეკრულების ან სხვა სამოქალაქო საკითხზე,
დაუკავშირდით ადვოკატ ნათია ნაკაშიძეს - სპეციალისტს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: სამოქალაქო სამართალი, ნასყიდობა, ადვოკატი, ნათია ნაკაშიძე, იურიდიული კონსულტაცია, ქონების გადაცემა, სამართლებრივი აქტი, ნასყიდობის ხელშეკრულება, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, ნასყიდობის ფასი, ქონების ნასყიდობა, ხელშეკრულების ბათილობა, სამოქალაქო კოდექსი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება

ვრცლად

გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება

გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება

ვრცლად

გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება

გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება

ვრცლად

ნაყიდი მაქვს მიწის ნაკვეთი, მაგრამ დოკუმენტები არ მაქვს - როგორ დავირეგისტრირო საკუთრება?

ნაყიდი მაქვს მიწის ნაკვეთი, მაგრამ დოკუმენტები არ მაქვს - როგორ დავირეგისტრირო საკუთრება?

ვრცლად

კონტრაქტების ანუ ხელშეკრულებების შედგენა

კონტრაქტების ანუ ხელშეკრულებების შედგენა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp