iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სახელშეკრულებო სამართალი » პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების შეუსრულებლობისას
იურიდიული სტატია

პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების შეუსრულებლობისას

30-05-2023, 12:50 სახელშეკრულებო სამართალი / ადვოკატი / სტატიები / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 240 ნახვა
პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების შეუსრულებლობისას

მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნებს.

პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული თანხა ,რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ვადაგადაცილების ან სხვა დარღვევისათვის. პირგასამტეხლოზე შეთანხმების ნამდვილობისთვის კანონი მხარეებს ავალდებულებს, წერილობითი ფორმით დაიდოს ხელშეკრულება.

პირგასამტეხლოს გამოყენებისას მხარეს არ ევალება ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცება, ვინაიდან პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არის ვალდებულების დარღვევა/არაჯეროვანი შესრულება.

საქართველოს კანონმდებლობა ადგენს, რომ კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

📌 თუ პირგასამტეხლო გათვალისწინებულია ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, მასთან ერთად მხარე ვალდებულების შესრულებას ვეღარ მოითხოვს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ/ფინანსურ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, თუ როგორია ვალდებულების შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება აღარ წარმოიშობა მაშინ,როდესაც ძირითადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნა ხანდაზმულია და აღარ არსებობს ვალდებულება,რომლის შესრულებასაც პირგასამტეხლო ემსახურება.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: პირგასამტეხლო, ვალდებულების შეუსრულებლობა, ხელშეკრულება, კრედიტორი, მოვალე, ვალდებულების დარღვევა, მოთხოვნის უზრუნველყოფა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ვის ეკისრება პირგასამტეხლო და რა შემთხვევაში?!

ვის ეკისრება პირგასამტეხლო და რა შემთხვევაში?!

ვრცლად

რას გულისხმობს პირგასამტეხლოს დაკისრება?

რას გულისხმობს პირგასამტეხლოს დაკისრება?

ვრცლად

პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ

პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ

ვრცლად

პირგასამტეხლო

პირგასამტეხლო

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp