iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სახელშეკრულებო სამართალი » ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას
იურიდიული სტატია

ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას

1-05-2023, 16:53 სახელშეკრულებო სამართალი / საგადასახადო დავები / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი 363 ნახვა
ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას

მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას, როდესაც მოვალე არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს თავის მოვალეობას წარმოიშვება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება ვალდებულების დარღვევის ერთ-ერთი გავრეცელებული სახეა.შესრულებისთვის აუცილებელი დრო. მოვალის მიერ ამ დროში ვალდებულების შეუსრულებლობისას, კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. დამატებითი ვადის განსაზღვრა არ არის საჭირო, თუ აშკარაა, რომ მას რაიმე შედეგი არ მოჰყვება.

დამატებითი დროის განსაზღვრა საჭირო არ არის მაშინაც, როცა სახეზეა განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით ამართლებენ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაუყოვნებლივ გამოყენებას. მაგალითად, თუ ძირითადი ვადის გასვლის შემდეგ კრედიტორი აღარაა დაინტერესებული ვალდებულების შესრულებით.

მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანისთვის. მოვალეს ვადის გადაცილების დროს პასუხისმგებლობა ეკისრება ასევე შემთხვევითობისთვისაც, თუ არ დაამტკიცებს, რომ ზიანი შეიძლება დამდგარიყო ვალდებულების დროული შესრულების დროსაც. თუ მან ეს ვერ დაამტკიცა მაშინ მას ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობა ეკისრება.ასევე აღსანიშნავია, რომ თუ მოვალემ გადააცილა ფულადი თანხის გადახდის ვადას, გადაცილებული დროისთვის მან უნდა გადაიხადოს კანონით განსაზღვრული პროცენტი.

ზიანის ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს მოვალეს ვალდებულების შესრულების საგნის შეცვლისას. მაგალითად თუ შესრულების საგანი ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთია, კრედიტორი არაა ვალდებული მიიღოს სხვა ნივთი, თუნდაც უფრო მაღალი ღირებულების. მაშასადამე თუ კონკრეტული ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთის ნატურით გადაცემა შეუძლებელია, მაშინ კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ ზიანის ანაზღაურება.ასევე ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობა შეიძლება წარმოიშვას ვალდებულების შესრულების ადგილის შეცვლისას. საქმე იმაშია, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს სათანადო ადგილას.

ასევე კიდევ ერთი საფუძველი რის შედეგადაც შეიძლება ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს ეს არის კრედიტორის მიერ ვადის გადაცილება. კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებად ითვლება, თუ იგი არ იღებს მისთვის მისთვის შემოთავაზებულ შესრულებას, რომლის შესრულების ვადა დამდგარია. კრედიტორი ვალდებულია ხელი შეუწყოს მოვალეს ვალდებულების შესრულებაში.

ზიანის ანაზღაურება წარმოიშობა ასევე ხელშეკრულებიდან გასვლისას. თუ ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება მოვალის ბრალით და ამ დროს კრედიტორს მიადგება ზიანი, მას უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ზიანის, ანაზღაურება, მოვალე, დარღვევა, ვალდებულება, დაკისრება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ზიანის ანაზღაურება

ზიანის ანაზღაურება

ვრცლად

პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ

პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ

ვრცლად

პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება

პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp