iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მშენებლობის ნებართვა » აუცილებელი გზისა და სერვიტუტის მნიშვნელობა
იურიდიული სტატია

აუცილებელი გზისა და სერვიტუტის მნიშვნელობა

28-03-2023, 10:56 მშენებლობის ნებართვა / ადვოკატი / სტატიები / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 1 851 ნახვა
აუცილებელი გზისა და სერვიტუტის მნიშვნელობა

აუცილებელი გზის დადგენის საჭიროება შეიძლება წარმოიშვას თუ მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისთვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან, ელექტრო, ნავთობის გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან. საჯარო გზასთან დასაკავშირებელი მონაკვეთი გულისხმობს არა მხოლოდ ბილიკს ან საცალფეხო გზას, მხედველობაშია ასევე სამანქანე გზა. აუცილებელი გზის დადგენის შემთხვევაში, ისევე როგორც მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მომავალი არსებითი ემისიის თმენისთვის (როცა აღემატება ჩვეულებრივ სამეურნეო საქმიანობას) გადახდილი უნდა იქნეს ფულადი კომპენსაცია რაც ანეიტრალებს მესაკუთრის საკუთრების შეზღუდვას. აუცილებელი გზის დადგენის გამომრიცხველ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი თუ არსებული დაკავშირება ნაკვეთებს შორის გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით. ასეთ შემთხვევაში არ წარმოიშობა თმენის ვალდებულება და ვერც მეზობლის ნაკვეთის დატვირთვა იქნება გამართლებული, თვითნებური მოქმედების მაგალითს წარმოადგენს ხიდის დანგრევა, კედლის აღმართვა, სახლის აშენება.

მსგავსება და განსხვავება აუციელებელი გზასა და სერვიტუტს შორის:

აუცილებელი გზა სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლებას წარმოადგენს, რომელიც საკუთრების უფლების შეზღუდვის კანონისმიერი უფლებაა და გამოიყენება მეზობელი მესაკუთრის თანხმობის მიუხედავად. მეზობლის ნაკვეთის გამოყენება სხვა მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ შესაძლებელია სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზეც, ანუ მეზობელ მესაკუთრესთან შეთანხმებით (სსკ 247-ე მუხლი სერვიტუტი). როცა არ გვაქვს მხარეთა ნების თანხვედრა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, მოსარჩელე უფლებამოსილია კანონისმიერი სერვიტუტის (აუციელებლი გზს) უფლების დადგენა სასამართლოსადმი მიმართვის გზით მოითხოვოს.

სერვიტუტი პირობითად შეიძლება დაიყოს ორ სახედ, ესაა სახელშეკრულებო სერვიტუტი და კანონსმიერი სერვიტუტი. სახელშეკრულებო სერვიტუტი დგინდება მხარეთა ნების ავტონომიის პირობებში, როცა ერთი ნაკვეთის მესაკუთრე თანხმობას აცხადებს მისი ნაკვეთი სხვა ნაკვეთის სამსახურში ჩადგეს. სსკ 247-ე მუხლის რეგულირების სფეროს განეკუთვნება, კანონისმიერი სერვიტუტის მაგალითი - აუცილებელი გზის შემთხვევაა, სადაც ერთმანეთის მომიჯნავედ მდებარე მეზობელი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს შორის ნების თანხვედრა არ არის, „კეთილმეზობლური თხოვნა“ არ ჭრის და სასამართლოსათვის მიმართვა უალტერნატივო გამოსავალია. სასამართლოს მიერ აუცილებელი გზის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება ხომ არ ილახება მომსახურე მიწის ნაკვეთის მეპატრონის უფლებები ისე, რომ ფაქტიურად ეკარგება თავისი ნივთით სარგებლობის და დაიშნულებისამებრ გამოყენების უფლება.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


გაქვთ თუ არა მეზობლის ნაკვეთის გამოყენების უფლება?

გაქვთ თუ არა მეზობლის ნაკვეთის გამოყენების უფლება?

ვრცლად

რა განსხვავებაა აუცილებელ გზასა და სერვიტუტს შორის?

რა განსხვავებაა აუცილებელ გზასა და სერვიტუტს შორის?

ვრცლად

სერვიტუტით დატვირთული ქონება

სერვიტუტით დატვირთული ქონება

ვრცლად

საკუთრების უფლებაში ჩარევა

საკუთრების უფლებაში ჩარევა

ვრცლად

სამეზობლო ურთიერთობიდან წარმოშობილი სამართლებრივი დავები

სამეზობლო ურთიერთობიდან წარმოშობილი სამართლებრივი დავები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp