iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ოჯახური დავები » მარტოხელა დედის სტატუსი შესაძლოა განქორწინებულ ქალსაც მიენიჭოს – კანონი იცვლება
იურიდიული სტატია

მარტოხელა დედის სტატუსი შესაძლოა განქორწინებულ ქალსაც მიენიჭოს – კანონი იცვლება

19-02-2022, 22:27 ოჯახური დავები / ქონებრივი დავები / განქორწინების მედიაცია / ალიმენტის დაკისრება / მეუღლეთა ქონების თანასაკუთრების გაყოფა / განქორწინება / განქორწინება დისტანციურად ემიგრანტებისთვის 671 ნახვა
მარტოხელა დედის სტატუსი შესაძლოა განქორწინებულ ქალსაც მიენიჭოს – კანონი იცვლება

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სამოქალაქო კოდექსის ის ჩანაწერი, რომელიც მარტოხელა მშობლის სტატუსს განსაზღვრავს. 2022 წლის ივლისიდან უკვე მთავარი მშობლის ფაქტობრივი მდგომარეობა იქნება და არა ის, რეგისტრირებული ქორწინების შემდეგ გაჩნდა თუ არა ბავშვი.

სასამართლომ უნდა შეაფასოს, ოფიციალური ქორწინების და ბავშვისთვის ორივე მშობლის არსებობის მიუხედავად, არის თუ არა ერთ-ერთი მშობელი მარტოხელა.

ამ დრომდე მოქმედი კანონმდებლობით კი, „მარტოხელა მშობელი არის მარტოხელა დედა/მამა, რომელსაც ჰყავს რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი და ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში არ არის შეტანილი ბავშვის მამის/დედის მონაცემები.“

სარჩელის ავტორი სამი ფაქტობრივად მარტოხელა მშობელი იყო, ხოლო მოპასუხე – პარლამენტი, რომელმაც საქმის განხილვის დროს დაადასტურა, რომ კანონის ეს ჩანაწერი მართლაც პრობლემურია.

მაგალითად, მოსარჩელე ირმა გ. ფაქტობრივად მარტოხელა დედაა, ვისი ყოფილი ქმარიც სასამართლოს მიერ დაკისრებულ ალიმენტსაც კი არ იხდის.

„კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დღემდე აღუსრულებელია და აღსრულების ეროვნული ბიურო ვერაფერს აკეთებს, რადგან ვერ ხერხდება ალიმენტდაკისრებული პირის ფინანსების, ქონების მოძიება,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში. ირმას მარტოხელა დედის სტატუსი არ აქვს, რადგან იგი განქორწინებულია.

მეორე მოსარჩელე ელგა მ-ა. ისიც ფაქტობრივად მარტოხელა დედაა. ელგამ რეგისტრირებული ქორწინების გარეშე გააჩინა შვილი და ბავშვის სააქტო ჩანაწერში არ ფიქსირდება მეორე მშობლის მონაცემები.

„ელგა და მისი შვილი მუდმივად იყვნენ ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი ყოფილი პარტნიორის მხრიდან, რომელიც მათი თანასოფლელია. იგი მუდმივად ავრცელებდა სოფელში ცრუ ინფორმაციას და ლახავდა ელგას პატივსა და ღირსებას, თითქოს ბავშვის მამა სხვა ადამიანი იყო. მსგავსი ინფორმაციები ბავშვზეც უარყოფითად აისახებოდა.

ელგამ გადაწყვიტა მიემართა სასამართლოსთვის და ბიოლოგიური ანალიზის მეშვეობით დაედგინა მამობა. მას შემდეგ, რაც მამა ოფიციალურად დადგინდა და ბავშვის სააქტო ჩანაწერში მეორე მშობლის მონაცემები ჩაიწერა, ელგამ შეძლო ყოფილი პარტნიორისთვის დაემტკიცებინა სიმართლე, თუმცა ახლა მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს სტატუსი.

სასამართლოსთვის მიმართვამდე და ახლაც არაფერი შეცვლილა ელგას და მისი შვილის ცხოვრებაში, გარდა სააქტო ჩანაწერში მამის მონაცემების დაფიქსირებისა,“ – აღნიშნულია სარჩელში.

არც ელგას მიანიჭეს მარტოხელა დედის სტატუსი, რადგან ბავშვის დაბადების მოწმობაში ფიქსირდება მეორე მშობლის მონაცემები.

სარჩელის ავტორი იყო მარტოხელა მამაც – ლერი თ. მას ორი შვილი ჰყავს და გორში ცხოვრობს. ამ შემთხვევაში ბავშვების დედას სასამართლოს მიერ აქვს შეზღუდული მშობლის უფლება.

„მიუხედავად იმისა, რომ ლერი თ. ნამდვილად საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან სოციალური თუ სამართლებრივი გარანტიების შექმნას და მუნიციპალიტეტს აქვს სპეციალური პროგრამა მარტოხელა მშობლებისთვის, სამოქალაქო კოდექსი ბოჭავს მარტოხელა მამებს მიიღონ სტატუსი და ისარგებლონ მასთან დაკავშირებული სოციალური თუ სამართლებრივი გარანტიებით, რადგან კრიტერიუმები არ არის ობიექტური და სწორად მორგებული მარტოხელა მამებზეც,“ – აღნიშნულია სარჩელში.

„ფაქტობრივად მარტოხელა მშობლებს, რომელიც ვერ აკმაყოფილებენ სადავო ნორმებით დადგენილ ფორმალურ კრიტერიუმებს, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების არსებითად მსგავსი საჭიროებები გააჩნიათ. შესაბამისად, ფაქტობრივად მარტოხელა მშობელთა შესაბამისი სტატუსის მიღების შესაძლებლობიდან სრულად გამორიცხვით, სადავო რეგულირება ადგენს უთანასწორო მოპყრობას არსებითად თანასწორ პირთა მიმართ. ამასთან, დიფერენცირებას არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი,“ – მიიჩნევდნენ საკონსტიტუციო სარჩელის ავტორები.

საქართველოს პარლამენტის პოზიცია იყო ეს:

„სადავო ნორმის პრაქტიკაში გამოყენებამ ცხადი გახადა, რომ მას გარკვეული პრობლემური შინაარსი გააჩნია და ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული სტატუსის მიღების შესაძლებლობას ყველა იმ პირის მიერ, რომლებიც რეალურად ამ სამართლებრივი ურთიერთობის მიზნებისთვის მარტოხელა მშობლებად უნდა ითვლებოდნენ,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკონსტიტუციო სასამართლომ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების არსებითად თანასწორ პირებად მიიჩნია ფაქტობრივად მარტოხელა მშობლები, რომლებიც ასევე მარტო ზრდიან არასრულწლოვან შვილს და, ამავდროულად, მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად, აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა. სასამართლოს პოზიციით, დასახელებულ კატეგორიებს მიკუთვნებული პირები არსებითად მსგავსი საჭიროებების წინაშე არიან ბავშვის აღზრდის კუთხით. ამასთან, სასამართლომ ვერ დაინახა საჯარო ინტერესი, რომელიც აღნიშნულ დიფერენცირებას გაამართლებდა.
წყარო: ნეტგაზეთი
შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატი599505578, საგადასახადო დავები 599505578, დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრება, შემოსავლების სამსახურში გასაჩივრება, საჩივრის წარდგენა, natia nakashidze, natia, nakashidze, lawyer 599505578, lawyer in Georgia +995599505578, viber, whatsapp, საადვ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მარტოხელა მშობელი

მარტოხელა მშობელი

ვრცლად

დაბადების რეგისტრაცია

დაბადების რეგისტრაცია

ვრცლად

როცა განქორწინების დროს მეუღლეები დავობენ შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე

როცა განქორწინების დროს მეუღლეები დავობენ შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე

ვრცლად

შვილის გვარის განსაზღვრა / შვილის გვარის გამოცვლა

შვილის გვარის განსაზღვრა / შვილის გვარის გამოცვლა

ვრცლად

ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა

ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp