Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

განქორწინება დისტანციურად

განქორწინება დისტანციურად



ქალბატონო ნათია თქვენ პირველები ხართ ვინც ემიგრანტებს შესთავაზეთ გამარტივებულად განქორწინება დისტანციურად- სპეციალური სერვისი ემიგრანტებისთვის და საზღვარგარეთ მყოფთათვის,განქორწინდით საქართველოში ჩამოსვლის გარეშე ჩვენი დახმარებით, რომლითაც საკმაოდ ბევრმა ემიგრანტმა მოგმართათ და ისარგებლა რადგან გაქვთ ხარისხიანი მომსახურეობა და მისაღები ფასები როგორ ფიქრობთ აქამდე რატომ ვერ ახერხებდნენ მოეწესრიგებინათ დოკუმენტები?

ვიზალიბერალიზაციის შემდეგ გადავწყვიტეთ კიდევ უფრო დავხმარებოდით ემიგრანტებს და გავაკეთეთ პროექტი,რის შემდეგაც უფრო მეტმა ემიგრანტმა გაიგო ჩვენზე,რადგან საკითხი მძიმეა და ეხება განქორწინება მიეკუთვნება საოჯახო დავებს და წარმოადგენს მეუღლეებს შორის არსებული ქორწინების შეწყვეტის საფუძველს, როდესაც ცოლი ან ქმარი არ იმყოფება საქართველოში შესაძლებელია წარმომადგენლის მეშვეობით მოხდეს განქორწინება,თუმცა ამის შესახებ ბევრმა არ იცოდა და იყვნენ ფორმალურ ქორწინებაში,რის გამოც არ იძენდნენ ქონებას,იყვნენ მუდამ სტრესის ქვეშ და წარმოშობდა მთელ რიგ პრობლემებს...


რა ეტაპებს მოიცავს განქორწინება,თუ ორივე მხარე თანახმაა ასევე გვაინტერესებს იმ შემთხვევაშიც თუ ერთია თანახმა და მეორე წინააღმდეგია?

თუ წყვილებს შორის არ არის დავა განქორწინება შეიძლება განხორციელდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარმომადგენლის მეშვეობით  ე.წ იუსტიციის სახლში სამოქალაქო რეესტრის მეშვეობით ხოლო დავის არსებობისას ანუ თუ ერთ-ერთი მეუღლე არ არის თანახმა სასარჩელო მოთხოვნით სასამართლოს გზით. 


თუ ორი ზრდასრული პიროვნებიდან ერთ მათგანს ცოლს ან ქმარს  აღარ სურს ქორწინებაში ყოფნა და გადაწყვიტა დაშორება,თუმცა მეორე მხარე არ თანხმდება როგორ გადაწყდება დავა?

განქორწინებისთვის ერთი მეუღლის სურვილიც საკმარისია და ის აუცილებლად მოხდება მიუხედავად მეორე მხარის უარისა.

გასათვალისწინებელია,ის რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1123 მუხლის მიხედვით განქორწინება დაუშვებელია

ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ქმარს უფლება არა აქვს ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე.


დაახლოებით რა ვადებში დასრულდება განქორწინების პროცედურა?

ზოგადად 3 თვეა პროცესის ვადები,თუმცა გააჩნია დავას, ასევე სასამართლოს დროის უქონლობის გამო ქართულ სინამდვილეში იწელება ხოლმე 

ხშირად გვსმენია არსებობს შესარიგებელი ვადა რას ნიშნავს და რა პერიოდ მოიცავს?

განქორწინების საქმეზე სასამართლო ვალდებულია მიიღოს ზომები მეუღლეთა შესარიგებლად მას აქვს უფლება გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა ქორწინების შესანარჩუნებლად,მაგრამ ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს,იმ შემთხვევაში,როცა აშკარაა შესარიგებელ ვადას აზრი არ აქვს და სწორად ხდება საქმისწარმოება წარმომადგენლის დიდი ძალისხმევის  მეშვეობით დავა უფრო მალე სრულდება ამისთვის ვართ ჩვენ,რომ კლიენტი კმაყოფილი იყოს.


რა ქონება იყოფა მეუღლეებს შორის?  როგორ ხდება გაყოფა? რა ვადებში შეიძლება მოთხოვნა 

რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტისას კანონით, თანასაკუთრების,თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონება იყოფა თანამბრად,მიუხედავად იმისა, თუ ერთ-ერთი მეუღლე არ მუშაობდა, შვილებს უვლიდა და არასდროს ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი, ამ შემთხვევაშიც მათი ქონება მაინც საერთოა. არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ცოლი მუშაობდა, თუ ოფიციალური შემოსავალი არ ჰქონდა და ოჯახს უვლიდა. როდესაც ცოლ-ქმარს შორის წარმოიქმნება დავა ქონების გაყოფის თაობაზე, მათი ქონება თანაბრად უნდა გაიყოს. ეს იმიტომ, რომ კანონის მიერ მათი ქონება თანასაკუთრებად ითვლება. პრაქტიკაში  ხშირად ხდება, რომ ყოფილი ქმარი ამტკიცებს - ყველაფერი ჩემი ფულითაა შეძენილიო, მაგრამ ცოლს სრული უფლება აქვს წილი მოითხოვოს და ამ ქონების ნახევარი მიიღოს. სხვათა შორის, ეს ვრცელდება ქონებაზე, რომლის ფასიც თანაცხოვრების პერიოდში გაიზარდა.რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლეებმა ქონების გაყოფა განქორწინებიდან 3 წლის განმავლობაში უნდა მოასწრონ,რადგან მხოლოდ ამ ხნის განმავლობაში შეიძლება მოითხოვოთ ყოფილი მეუღლისაგან ქონების წილი - სამი წლის შემდეგ ეს უკვე დაგვიანებულია.


აქვს თუ არა მეუღლეს უფლება მოითხოვოს ქორწინებამდე შეძენილი ბინა,სახლი,მანქანა და საინტერესოა მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზეც თუ წარმოეშვება მოთხოვნის უფლება? 

თუ ქმარს, ან ცოლს დაქორწინებამდე ჰქონდა შეძენილი ბინა,სახლი,მანქანა და ა.შ ან მიიღო მემკვიდრეობით ქონება მამისგან,პაპისგან ან ნათესავისგან მეორე მეუღლეს უფლება არ აქვს ამ ქონებიდან წილი მოითხოვოს,ვინაიდან ეს წარმოადგენს ინდივიდუალურ ქონებას და რომც მოითხოვოს წილი კანონით ვერაფერს მიიღებს.


ქორწინების შეწყვეტა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით 1122 მუხლის მიხედვით

1.    ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალებით

2.    კანონით დადგენილი წესით ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადებით

3.    განქორწინებით.


განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება მინდობილი პირის დახმარებით 

1.    განქორწინების მსურველი მეუღლეების ერთობლივი განცხადების საფუძველზე

2.    ერთ–ერთი მეუღლის განცხადების საფუძველზე თუ:

ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ

ბ) მეორე მეუღლე სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო–უკვლოდ დაკარგულად

გ) მეორე მეუღლე სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ

დ) მეორე მეუღლე დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით ვადით არანაკლებ 3 წლისა


საოჯახო დავებს განეკუთვნება ასევე ქორწინების ბათილობა,ალიმენტის დაკისრება,მეუღლეთა ქონების/თანასაკუთრების გაყოფა;

ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა,მეუღლეთა ურთიერთრჩენის ვალდებულება;

ბავშვის მამობის დადგენა;მარტოხელა მშობლის სტატუსი;მშობლების უფლება-მოვალეობები

სხვა საკითხები, რომელბიც უკავშირდება ოჯახს.


არასრულწლოვანი შვილის საზღვარგარეთ გაყვანა - ასეთი პრობლემით მოგვმართავენ მაშინ, როდესაც მშობლები ვერ თანხმდებიან ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის საკითხზე. საზღვრის კვეთა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბავშვის განათლებასთან, მკურნალობასთან ან ბავშვისთვის სასარგებლო სხვა მიზანთან. ჩვენ ვიცავთ კლიენტის ინტერესებს სასამართლოში.


კონსულტაციისთვის დარეკეთ 📱599 50 55 78 (viber,whatsApp)

გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას ყველა ტიპის საოჯახო დავებზე - განქორიწნების საქმეებზე, როგორც მოლაპარაკების, ასევე სასამართლოში საქმის წარმოების გზით . როგორც თბილისში, ასევე სხვადასხვა რეგიონებში. განქორწინებასთან ერთად განიხილოთ ქონების ან არასრულწლოვანი შვილების საკითხი.

დეტალურ ინფორმაციას გაიგებთ კონსულტაციაზე  საოჯახო დავების საქმის წარმოების პროცედურების, ვადების, მომსახურების საფასურსა და სხვა საჭირო ინფორმაციასთან დაკავშირებით.



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები