iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მიწის რეგისტრაცია » თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი
იურიდიული სტატია

თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი

16-05-2023, 12:15 მიწის რეგისტრაცია / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 535 ნახვა
თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი

თვითნებურად დაკავებული მიწა არის "საქართველოს კანონი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა, ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი შენობით ან მის გარეშე, რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.

კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა, რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული. ასეთი ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს აღიარებითი კომისიის მეშვეობით, შეისწავლის ვითარებას და გასცემს ან არ გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას. უკვე აღიარებული მიწის საკუთრების რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლში და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სადაც უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები: განცხადება; პირადობის მოწმობა; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა, კომისიის მიერ დამოწმებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მისი ელექტრონული ვერსია, ადვოკატის ყოლის შემთხვევაში სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მიწის სპორადულ რეგისტრაციაში იგულისხმება დაინტერესებული პირის განცხადების და წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და ცვლილების რეგისტრაციას. ხოლო სისტემური რეგისტრაცია ხორციელდება იუსტიციის მინისტრის მიერ საჭიროების შეთხვევაში გაცემული ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში მდებარე მიწის ნაკვეთებზე ან განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: მიწის ნაკვეთი, თვითნებურად დაკავებული მიწა, საკუთრების უფლება, საქართველოს კანონი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა არის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი და როგორ დავირეგისტრიროთ

რა არის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი და როგორ დავირეგისტრიროთ

ვრცლად

თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია

თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია

ვრცლად

რა მიიჩნევა თვითნებურად დაკავებულ მიწად?

რა მიიჩნევა თვითნებურად დაკავებულ მიწად?

ვრცლად

საკუთრების უფლების აღიარება თვითნებურად დაკავებულ მიწაზე

საკუთრების უფლების აღიარება თვითნებურად დაკავებულ მიწაზე

ვრცლად

თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება

თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp