iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მიწის რეგისტრაცია » საკუთრების უფლება თვითნებურად დაკავებულ მიწაზე
იურიდიული სტატია

საკუთრების უფლება თვითნებურად დაკავებულ მიწაზე

28-03-2023, 15:23 მიწის რეგისტრაცია / ადვოკატი / სტატიები / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 662 ნახვა
საკუთრების უფლება თვითნებურად დაკავებულ მიწაზე

კონკრეტული მიწის ნაკვეთის „თვითნებურად დაკავებულ მიწად“ მიჩნევისათვის, თვითნებურად დაკავების (ფაქტობრივად ფლობის) ფაქტთან ერთად (რაც ასევე უნდა დგინდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებებისა და გარემოებების საფუძველზე, აუცილებელია ერთ-ერთი შემდეგი წინაპირობის დაკმაყოფილება: ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე კაპიტალური შენობის (არა დროებითი ხასიათის კონსტრუქციის) არსებობა ან მის მომიჯნავედ დაინტერესებული პირის საკუთრებაში/მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის მდებარეობა.

თვითნებურად დაკავებული, ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს ბარში 1.25 ჰექტარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს. „თვითნებურად დაკავებულ მიწად“ არ მიიჩნევა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 2004 წლის 4 ოქტომბრამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.

„შენობა“ განიმარტება, როგორც სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით (მათ შორის, ხის კონსტრუქციით), გარდა დროებითი შენობისა; „დროებითი შენობა“, თავის მხრივ, განმარტებულია, როგორც ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.

კანონი განსაზღვრავს იმ სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიების ჩამონათვალს, რომლებიც ზემოაღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილების მიუხედავად არ ექვემდებარებიან საკუთრების უფლების აღიარებას, მათ შორის: წყლისა და ტყის სახელმწიფო ფონდების მიწები (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა), საერთო სარგებლობისათვის განკუთვნილი სივრცე, ისტორიის/კულტურის ძეგლები და სხვა.

ვის შეუძლია მოითხოვოს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება?

„დაინტერესებული პირის“ დეფინიციიდან გამომდინარე, მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნა შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთი და ასევე მის მემკვიდრეს ან უფლებამონაცვლეს.

თვითნებურად დაკავებული მიწის დაკანონების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კომისია დაინტერესებულ პირს გადასცემს საკუთრების უფლების მოწმობასა და დამოწმებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს, რომელთა საფუძველზე პირს შეუძლია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მიწის ნაკვეთის თავის საკუთრებაში აღრიცხვა.

კომისიის მიერ დაინტერესებული პირის განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შემთხვევაში ხელახალი განცხადება იმავე საკითხთან დაკავშირებით შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ მაშინ, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო კომისიის უარყოფით გადაწყვეტილებას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს შესაბამისი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა მიიჩნევა თვითნებურად დაკავებულ მიწად?

რა მიიჩნევა თვითნებურად დაკავებულ მიწად?

ვრცლად

თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება

თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება

ვრცლად

საკუთრების უფლების აღიარება თვითნებურად დაკავებულ მიწაზე

საკუთრების უფლების აღიარება თვითნებურად დაკავებულ მიწაზე

ვრცლად

თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია

თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია

ვრცლად

რა არის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი და როგორ დავირეგისტრიროთ

რა არის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი და როგორ დავირეგისტრიროთ

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp