iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მეუღლეთა ქონების თანასაკუთრების გაყოფა » როგორ იყოფა მეუღლეთა საერთო ვალები
იურიდიული სტატია

როგორ იყოფა მეუღლეთა საერთო ვალები

28-03-2023, 11:52 მეუღლეთა ქონების თანასაკუთრების გაყოფა / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 220 ნახვა
როგორ იყოფა მეუღლეთა საერთო ვალები

რა შეიძლება გახდეს ქორწინების შეწყვეტის საფუძველი ?

სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის მიხედვით:

კანონით დადგენილი წესით ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადებით - პირის გარდაცვლილად გამოცხადებაზე პასუხისმგებელია სასამართლო. პირი იმ შემთხვევაში ცხადდება გარდაცვლილად, თუ 5 წელზე მეტია უგზო-უკვლოდ დაკარგულია. ასეთ შემთხვევაში ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან. ამასთანავე სასამართლოს გადაწყვეტილებით გარდაცვლილად შეიძლება გამოცხადდეს პირი, რომლის გარდაცვალებაც ნავარაუდებია უბედური შემთხვევების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში პირი გარდაცვლილად ცხადდება მსგავსი გარემოების დადგომის მომენტიდან.

განქოწინების საფუძველზე - არსებობს განქორწინების პროცედურული ორი ასპექტი - იმ შემთხვევაში, თუ განქორწინების თაობაზე თანხმობას აცხადებს ორივე მეუღლე, განქორწინება ხდება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში. ხოლო სასამართლო წესით განქორწინება ხორციელდება მაშინ, თუ ერთ-ერთი მეუღლე უარს აცხადებს განქორწინების თაობაზე.

კანონი მეუღლეს უკრძალავს განქორწინების თაობაზე მეორე მეუღლის თანხმობის გარეშე საქმის აღძვრას, თუ ცოლი ორსულადაა ან ბავში არ არის ერთ წელს მიღწეული.

სასამართლო განქორწინების პროცედურასთან ერთად განიხილავს ისეთ საქმეებს, როგორებიცაა: მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის შესახებ დავა, ურთიერთრჩენის ვალდებულება, შვილების აღსაზრდელად გადაცემის საკითხი და ალიმენტის განსაზღვრა.

სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ქორწინებიდან განქორწინებამდე შეძენილი ქონება არის მეუღლეთა თანასაკუთრება, თუმცა კანონი ადგენს იმ ქონებათა ჩამონათვალს, რომლებიც მიუხედავად ქორწინების განმავლობაში შეძენისა, წარმოადგენენ ინდივიდუალურ საკუთრებას, ესენია:

ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე;

და ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით. ამასთან ერთად ინდივიდუალური სარგებლობის ნივთებიც შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთი მეუღლის საკუთრებად, თუ ეს ნივთი დაბალი ეკონომიკური ღირებულების მქონეა და არის ინდივიდუალური სარგებლობის, გარდა ძვირფასეულობისა.

ქონების გაყოფა განქორწინებისას

მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა ხდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით, ხოლო, თუ ასეთი შეთანხმება არ არის მიღწეული, მაშინ – სასამართლოს მიერ.

სასამართლო თანასაკუთრების გაყოფისას განსაზღვრავს, თუ რომელი ქონება რომელ მეუღლეს მიაკუთვნოს. ქონების ფაქტობრივად გაყიდვის შემთხვევაში შესაძლოა არსებობდეს რისკი - ერთ მეუღლეს უფრო დიდი ღირებულების ქონება დარჩეს, ვიდრე მეორეს. ასეთ შემთხვევაში ამ უკანასკნელის მიმართ ხორციელდება წილის კომპენსაცია ფულადი ან სხგვაგვარი სახით. თუმცა ამ პრინციპს სასამართლომ შესაძლოა გადაუხვიოს არასრულწლოვანი შვილების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით;

თუ მეუღლეები დადებენ საქორწინო ხელშეკრულებას ⬇️

მათ შეეძლებათ შეცვალონ მეუღლეთა საერთო საკუთრებისათვის კანონით დადგენილი წესი - გააერთიანონ მთელი თავიანთი ქონება, რომელშიც ჩაირიცხება ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებაც (საერთო ქონება), ანდა მთლიანად ან ნაწილობრივ თქვან უარი ამგვარ გაერთიანებაზე და დაადგინონ თითოეულის წილობრივი ან განცალკევებული საკუთრება ქონებაზე. აღნიშნულის მიუხედავად დაუშვებელია ხელშეკრულებით შეიცვალოს მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა, მშობლების უფლება-მოვალეობანი შვილების მიმართ, საალიმენტო მოვალეობანი და – დავის შემთხვევაში – სასამართლოში მიმართვის უფლება. დაუშვებელია გათვალისწინებულ იქნეს ისეთი პირობები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში აყენებენ ერთ-ერთ მეუღლეს. იმისათვის, რომ ხელშეკრულება ნამდვილად ჩაითვალოს, აუცილებელია წერილობითი ფორმით დადება და დადასტურება სანოტარო წესით.

მეუღლეთა საერთო ვალების გაყოფა:

როგორც წესი მეუღლეთა საერთო ვალები იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად. ამდენად, თუ გარიგების მხარე ორივე მეუღლეა, ასეთ დროს სახეზეა მეუღლეთა საერთო ვალი. საერთო ვალი არსებობს მაშინაც, თუ აღნიშნული თანხა მოხმარდება მთელი ოჯახის საერთო ინტერესებს. საერთო ვალად ასევე შეიძლება ჩაითვალოს ისეთი ღირებულებაც, რომელიც მოპოვებულია დანაშაულის ჩადენის შედეგად მიღებული სახსრებით. იმ შემთხვევაში თუ ვალი ეკუთვნის ერთ-ერთ მეუღლეს, მისი დაფარვა შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


როდის არ აქვს უფლება ქმარს განქორწინედეს, ცოლის თანხმობის გარეშე

როდის არ აქვს უფლება ქმარს განქორწინედეს, ცოლის თანხმობის გარეშე

ვრცლად

ქორწინების რეგისტრაციის შეწყვეტა

ქორწინების რეგისტრაციის შეწყვეტა

ვრცლად

განქორწინების შემზღუდველი გარემოებები

განქორწინების შემზღუდველი გარემოებები

ვრცლად

ვინ ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად

ვინ ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp