iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მემკვიდრეობა » ვის ეკუთვნის მემკვიდრეობით მშობლების ქონება, გოგოს თუ ბიჭს?
იურიდიული სტატია

ვის ეკუთვნის მემკვიდრეობით მშობლების ქონება, გოგოს თუ ბიჭს?

20-12-2023, 17:25 მემკვიდრეობა 29 761 ნახვა
ვის ეკუთვნის მემკვიდრეობით მშობლების ქონება, გოგოს თუ ბიჭს?


მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშირებით ყოველდღიურად ვიღებთ შეკითხვებს, ვებ-გვერდზე, Facebook გვერდზე, sms-ის სახით და სატელეფონო ზარებით. სწორედ აქედან გამომდინარე, საადვოკატო ბიურო ‘’ნაკაშიძე და პარტნიორები‘’-ს დამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი ნათია ნაკაშიძე უპასუხებს და კომპეტენტურ რჩევებს მისცემს, ჩვენი გამომწერების მიერ გადმოგზავნილ შეკითხვებს.


- ვის ეკუთვნის მემკვიდრეობით მშობლების ქონება, გოგოს თუ ბიჭს?

მემკვიდრეობის განაწილება ყველა დროის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. დღევანდელ რეალობაშიც კი სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათად შეხვდებით ისეთ მოსაზრებას, თითქოს მამკვიდრებლის ქონება ეკუთვნის მხოლოდ მის შვილ ბიჭს, თუმცა კანონით დადგენილ წესებს აღნიშნული მოსაზრება არ შეესაბამება.

ამრიგად, კანონით, ქალიშვილიც ისეთივე სრულფასოვანი მემკვიდრეა, როგორც – ვაჟი. ანდერძით მემკვიდრეობის შემთხვევაშიც კი, პირველი რიგის მემკვიდრები მიიღებენ იმ ქონების ნახევარს, რომელსაც მიიღებდნენ თუ ანდერძი არ იარსებებდა.


- მოგესალმებით, მაინტერესებს სამკვიდროს გახსნამდე თუკი გარდაიცვლება მემკვიდრე, მაშინ მის შვილს შუძლია თუ არა რაიმე წილის მიღება სამკვიდროდან? მადლობა წინასწარ.

სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, "შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.


- ვიმყოფები ემიგრაციაში, გარდაიცვალა ჩემი დედამთილი რომლის სახელზეც იყო გაფორმებული სახლი. შემიძლია მე რძალმა რომ მოვითხოვო წილი შვილებისთვის? საქართველოში ჩამოსვლის გარეშე? ჩემი მეუღლე გარდაცლილია.

დიახ შეგიძლიათ. შეგვიძლია გაგიწიოთ საქმისწარმოების მართვა სამკვიდროს საქმეზე ამისთვის მხოლოდ დისტანციური მინდობილობა იქნება საჭირო და ასვე, იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება. მარტივად რომ რომ გითხრათ, შეგვიძლია ვადა თუ არის გასული სასამართლოში კლიენტის გარეშეც წარმომადგენლობა.

- ხუთი თვეა გარდაიცვალა ჩემი მამამთილი, მის სახელზეა ბინა და სოფლის სახლი. გვაქვს გარდაცვალების ცნობა. მემკვიდრეობის მისაღებად რა დოკუმენტებია საჭირო? ჩემი მული არ იმყოფება საქართველოში და შეგვიძლია, მის გარეშე მივიღოთ მემკვიდრეობა?

კანონი ადგენს, რომ სამკვიდრო უნდა მიიღონ ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად, ხოლო სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე. თუ არსებობს რამდენიმე მემკვიდრე, ყველა მათგანს აქვს უფლება წარადგინოს განცხადება მემკვიდრეობაზე.


- ჩემმა დედამთილმა შეადგინა რამდენიმე ანდერძი, როცა გაბრაზებული იყო ჩემს ქმარზე, მულს უტოვებდა ყველაფერს, მაგრამ ბოლოს შეცვალა და ჩემს ქმარს უთხრა შენ გიტოვებო. ამ დროს რა უნდა ვქნათ? დედამთილი გარდაცვლილია.

ზოგადად, თუ ერთმა პირმა რამდენიმე ანდერძი შეადგინა, რომელთაგან ერთ-ერთი შედგენილია სანოტარო ფორმით, უპირატესობა სანოტარო ფორმით შედგენილ ანდერძს ენიჭება და სანოტარო ანდერძი, სხვა ფორმით შედგენილი ანდერძით არ ჩანაცვლდება.


- როდესაც ბაბუა უფორმებს შვილიშვილს უძრავ ქონებას და აფორმებენ ჩუქების ხელშეკრულებას, ანუ არის პირველი რიგის მემკვიდრე, არ მოუწევს გადასახადის გადახდა საშემოსავლოში? ან საერთოდ რა შეზღუდვებია რაც შეიძლება გავითვალისწინო

დიახ არ მოუწევს. მესაკუთრეს თავისუფლად შეუძლია აჩუქოს თავისი ქონება ნებისმიერ პირს გარდა იმ შემთხვევისა თუ ქონებას ადევს ყადაღა, გასხვისების აკრძალვა ან სხვა ვალდებულება რომელიც კრძალავს ნივთის გასხვისებას.იპოთეკის არსებობა არ იწვევს ქონების გასხვისების შეზღუდვას იპოთეკა გადაყვება ახალ მესაკუთრეს.


- სოფლის სახლი- რომელიც ოდესღაც იყო ბაბუაზე, აბსოლუტურად არანაირი საბუთი არ გვაქვს, სახლი არც დაკანონებულია არც პრივატიზება არ აქვს გაკეთებული არც თავის დროზე არც ახლა, არც არქივში არ ამოვიდა რაიმე სახის ინფორმაცია, გთხოვთ დამაკვალიანოთ როგორ შეიძლება ეს სახლი შვილებმა დაიკანონონ ?

გარდაცვალების შემდეგ, როდესაც შვილებს შორის მემკვიდრეობის განაწილება ხდება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სქესს. შვილები თანამესაკუთრეებად დარეგისტრირდებიან. კანონით მემკვიდრეობის დროს ყველა შვილს თანაბარი უფლება ექნებათ სამკვიდრო ქონებაზე და მათი ნებაა, როგორ განკარგავენ ამ ქონებას. შეუძლიათ, ასე გამიჯნონ და ცალ-ცალკე საკუთრებად დაარეგისტრირონ.


სამკვიდრო მოწმობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის ერთიანი ნუსხა არ არსებობს. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა დამატებით დოკუმენტების წარდგენა გახდეს საჭირო, მაგრამ რაც აუცილებლად დაგჭირდებათ, ეს არის:


1 ) გარდაცვალების მოწმობა;


2) თქვენს, მემკვიდრესა და მამკვიდრებელს შორის არსებული ნათესაური კავშირის დამდგენი დოკუმენტი:

ა)თუ მეუღლე ხართ, ამას ადასტურებს ქორწინების მოწმობა,

ბ)თუ შვილი ხართ - დაბადების მოწმობა,

გ) თუ ნაშვილები ხართ - შვილად აყვანის მოწმობა და ა.შ.


3) განცხადება;


4) თუ განცხადების შეტანა არ მოხდა გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში, დაგჭირდებათ ის დოკუმენტები რომ თქვენ ნამდვილად დაეუფლეთ სამკვიდროს


5) მემკვიდრეობით მისაღები ქონების გარდაცვლილისადმი კუთვნილების დამდგენი დოკუმენტი;


6) ანდერძი - თუ ხართ ანდერძისმიერი მემკვიდრე;


ეს ჩამონათვალი სრული და ამომწურავი არ არის. ყოველი სამკვიდრო საქმე განსხვავებულია. მითითებულთაგან შესაძლოა, ორი დოკუმენტის წარდგენაც კი აღმოჩნდეს საკმარისი, მაგრამ შესაძლოა, პირიქით, ჩამონათვალს სხვა დოკუმენტებიც დაემატოს.

უკიდურეს ვითარებაში კი - შესაძლებელია აუცილებელი გახდეს სასამართლოსთვის მიმართვა.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: მემკვიდრეობა, მემკვიდრეობაზე პრობლემა, მემკვიდრეობაა, მემკვიდრეობით ქონების მიღების საქმის წარმოება, მემკვიდრეობ, მემკვიდრეობის ფაქტობრივი ფლობით მიღების იურიდიული ფაქტის დადგენა და სხვა, მემკვიდრეობის მიღება, მემკვიდრეობის მიღება 599505578, მემკვიდრეობი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მემკვიდრეთა თანაბარი უფლებები მამკვიდრებლის ქონებასთან მიმართებით

მემკვიდრეთა თანაბარი უფლებები მამკვიდრებლის ქონებასთან მიმართებით

ვრცლად

როგორ დავიმტკიცოთ მემკვიდრეობა? როგორ მივიღოთ კუთვნილი მემკვიდრეობა?

როგორ დავიმტკიცოთ მემკვიდრეობა? როგორ მივიღოთ კუთვნილი მემკვიდრეობა?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp