iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მემკვიდრეობა » როგორ დავიმტკიცოთ მემკვიდრეობა? როგორ მივიღოთ კუთვნილი მემკვიდრეობა?
იურიდიული სტატია

როგორ დავიმტკიცოთ მემკვიდრეობა? როგორ მივიღოთ კუთვნილი მემკვიდრეობა?

6-06-2023, 13:39 მემკვიდრეობა 21 912 ნახვა
როგორ დავიმტკიცოთ მემკვიდრეობა? როგორ მივიღოთ კუთვნილი მემკვიდრეობა?


მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშირებით ყოველდღიურად ვიღებთ შეკითხვებს, ვებ-გვერდზე, Facebook გვერდზე, sms-ის სახით, სატელეფონო ზარებით. სწორედ აქედან გამომდინარე, საადვოკატო ბიურო ‘’ნაკაშიძე და პარტნიორები‘’-ს დამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი ნათია ნაკაშიძე უპასუხებს და კომპეტენტურ რჩევებს მისცემს, ჩვენი გამომწერების მიერ გადმოგზავნილ შეკითხვებს.

- სოფლის სახლი ირიცხება გარდაცვლილ პიროვნებაზე,ამჟამად მისი ვაჟიც გარდაიცვალა.ცოცხალია ქალიშვილი.მაინტერესებს ვის ეკუთვნის კანონით მემკვიდრეობა:მხოლოდ ქალიშვილს თუ ვაჟის შვილებიც უპრობლემოდ მიიღებენ მამის წილს.

- მამკვიდრებლის (გარდაცვლილის) პირველი რიგის მემკვიდრეები არიან მეუღლე, შვილები და მშობლები. შვილიშვილი იმ შემთხვევაშია მემკვიდრე, თუ ცოცხალი აღარ არის მისი მშობელი, რომელიც მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და თუ უარი არ აქვს ნათქვამი თავის წილზე, შვილიშვილი მიიღებს იმ წილს, რაც მის მშობელს ერგებოდა.


- ვიმყოფები ემიგრაციაში, გარდაიცვალა ჩემი დედამთილი რომლის სახელზეც იყო გაფორმებული სახლი. შემიძლია მე რძალმა რომ მოვითხოვო წილი შვილებისთვის? საქართველოში ჩამოსვლის გარეშე? ჩემი მეუღლე გარდაცლილია.

- დიახ შეგიძლიათ. შეგვიძლია გაგიწიოთ საქმისწარმოების მართვა სამკვიდროს საქმეზე ამისთვის მხოლოდ დისტანციური მინდობილობა იქნება საჭირო და ასვე, იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება. მარტივად რომ რომ გითხრათ, შეგვიძლია ვადა თუ არის გასული სასამართლოში კლიენტის გარეშეც წარმომადგენლობა.

- ჩემმა დედამთილმა შეადგინა რამდენიმე ანდერძი, როცა გაბრაზებული იყო ჩემს ქმარზე, მულს უტოვებდა ყველაფერს, მაგრამ ბოლოს შეცვალა და ჩემს ქმარს უთხრა შენ გიტოვებო. ამ დროს რა უნდა ვქნათ? დედამთილი გარდაცვლილია.

- ზოგადად, თუ ერთმა პირმა რამდენიმე ანდერძი შეადგინა, რომელთაგან ერთ-ერთი შედგენილია სანოტარო ფორმით, უპირატესობა სანოტარო ფორმით შედგენილ ანდერძს ენიჭება და სანოტარო ანდერძი, სხვა ფორმით შედგენილი ანდერძით არ ჩანაცვლდება.


- ადამიანს, წლების წინ მემკვიდრეობაზე უარი აქვს ნათქვმი, აქვს თუ არა შანსი დაიბრუნოს მომეკვიდრეობა, როცა წინააღმდეგობრივი ფაქტორი და წინააღმდეგი ადამიანი არ არსებობს?

- სამკვიდროს გახსნიდან 3 თვის ვადაში აქვს უარის თქმის უფლება,რომლის გამოთხოვა არ/აღარ ხდება კანონით ეს უარი რომ არ არსებობდეს შანსი ექნებოდა,მაგრამ უარის შემდეგ ვერაფერს მოიმოქმედებს.

- როდესაც ბაბუა უფორმებს შვილიშვილს უძრავ ქონებას და აფორმებენ ჩუქების ხელშეკრულებას, ანუ არის პირველი რიგის მემკვიდრე, არ მოუწევს გადასახადის გადახდა საშემოსავლოში? ან საერთოდ რა შეზღუდვებია რაც შეიძლება გავითვალისწინო

- დიახ არ მოუწევს. მესაკუთრეს თავისუფლად შეუძლია აჩუქოს თავისი ქონება ნებისმიერ პირს გარდა იმ შემთხვევისა თუ ქონებას ადევს ყადაღა, გასხვისების აკრძალვა ან სხვა ვალდებულება რომელიც კრძალავს ნივთის გასხვისებას.იპოთეკის არსებობა არ იწვევს ქონების გასხვისების შეზღუდვას იპოთეკა გადაყვება ახალ მესაკუთრეს

- სოფლის სახლი- რომელიც ოდესღაც იყო ბაბუაზე, აბსოლუტურად არანაირი საბუთი არ გვაქვს, სახლი არც დაკანონებულია არც პრუვატიზება არ აქვს გაკეთებული არც თავის დროზე არც ახლა, არც არქივში არ ამოვიდა რაიმე ინფორმაცია, გთხოვთ დამაკვალიანოთ როგორ შეიძლება ეს სახლი შვილებმა დაიკანონონ ?

- გარდაცვალების შემდეგ, როდესაც შვილებს შორის მემკვიდრეობის განაწილება ხდება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სქესს. შვილები თანამესაკუთრეებად დარეგისტრირდებიან. კანონით მემკვიდრეობის დროს ყველა შვილს თანაბარი უფლება ექნებათ სამკვიდრო ქონებაზე და მათი ნებაა, როგორ განკარგავენ ამ ქონებას. შეუძლიათ, ასე გამიჯნონ და ცალ-ცალკე საკუთრებად დაარეგისტრირონ.

- მოგესალმებით, მაინტერესებს სამკვიდროს გახსნამდე თუკი გარდაიცვლება მემკვიდრე, მაშინ მის შვილს შუძლია თუ არა რაიმე წილის მიღება სამკვიდროდან? მადლობა წინასწარ.

- სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, "შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

- ხუთი თვეა გარდაიცვალა ჩემი მამამთილი, მის სახელზეა ბინა და სოფლის სახლი. გვაქვს გარდაცვალების ცნობა. მემკვიდრეობის მისაღებად რა დოკუმენტებია საჭირო? ჩემი მული არ იმყოფება საქართველოში და შეგვიძლია, მის გარეშე მივიღოთ მემკვიდრეობა?

- კანონი ადგენს, რომ სამკვიდრო უნდა მიიღონ ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად, ხოლო სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე. თუ არსებობს რამდენიმე მემკვიდრე, ყველა მათგანს აქვს უფლება წარადგინოს განცხადება მემკვიდრეობაზე.

რაც შეეხება სამკვიდრო მოწმობას, ის გაიცემა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, ნოტარიუსისათვის ცნობილია იმ პირთა ვინაობა, რომლებმაც კანონით გათვალისწინებულ ექვსთვიან ვადაში მიმართეს მას სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. ამასთან, სანოტარო ორგანო იღებს ზომებს იმ მემკვიდრეთა მოსაძებნად, რომლებიც სამკვიდროს გახსნის ადგილზე არ იმყოფებიან. თუ მათი ადგილსამყოფელი ცნობილი არ არის, დანარჩენი მემკვიდრეები მოვალენი არიან მიიღონ გონივრული ზომები მათი ადგილსამყოფლის დასადგენად და სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრეთა მოსაწვევად. თუ სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა ადგილზე არმყოფი მემკვიდრის ადგილსამყოფლის დადგენა და არც რაიმე ცნობაა მისგან სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ, დანარჩენ მემკვიდრეებს შეუძლიათ გაყონ ქონება - ანუ თუ რომელიმე მემკვიდრეს არ სურს გახდეს გარდაცვლილის ქონების მესაკუთრე, უფლება აქვს სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ განაცხადოს უარი თავის წილ სამკვიდროზე. უარი უნდა გაცხადდეს წერილობით, სამი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მემკვიდრისათვის გახდა ცნობილი სამკვიდროს გახსნის თაობაზე ან სამკვიდროს მისაღებად დადგენილ ვადაში, თუ იგი სამკვიდროს დაეუფლა. უნდა გახსოვდეთ, რომ ასეთი უარი შეუქცევადია. ამასთან, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. დასახელებული საკითხი ფასდება სასამართლოს მიერ. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულზე თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე.

რაც შეეხება სამკვიდრო მოწმობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის ერთიან ნუსხას, ასეთი არ არსებობს. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა დამატებითი დოკუმენტების წარდგენა გახდეს საჭირო, მაგრამ რაც აუცილებლად დაგჭირდებათ, არის: პირის გარდაცვალების მოწმობა; თქვენს, მემკვიდრესა და მამკვიდრებელს შორის არსებული ნათე­საური კავშირის დამდგენი დოკუმენტი: თუ მეუღლეა გარდაცვლილი და ქმარი იკანონებს ქონებას, მაშინ ამას ადასტურებს ქორწინების მოწმობა, თუ შვილია მემკვიდრე - დაბადების მოწმობა, თუ ნაშვილები - შვილად აყვანის მოწმობა და ა.შ. გახსოვდეთ: რაც უფრო მომდევნოა თქვენი მემკვიდრეობის რიგითობა, ამ დოკუმენტების ჩამონათვალი გაიზრდება. ასევე მემკვიდრეობით მისაღები ქონების გარდაცვლილისადმი კუთვნილების დამდგენი დოკუმენტია საჭირო; თუ ანდერძისმიერი მემკვიდრეა, უნდა წარადგინოს ანდერძი. მითითებულთაგან შესაძლოა ორი დოკუმენტის წარდგენაც კი აღმოჩნდეს საკმარისი, მაგრამ შესაძლოა, პირიქით, ჩამონათვალს სხვა დოკუმენტებიც დაემატოს.

‘’ამასთანავე მინდა ავღნიშნო, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მემკვიდრეობა ისეთი თემაა, დეტალებია აუცილებლად დასაზუსტებელი. სასურველია კონსულტაცია გაიაროთ კვალიფიციურ და აღნიშნულ სფეროში სპეციალიზირებულ ადვოკატთან. ჩვენი საადვოკატო ბიურო, წლების მუშაობს აღნიშნული მიმართულებით და შეგიძლიათ მოგვმართოთ ნებისმიერ დროს. ‘’ - საადვოკატო ბიურო ‘’ნაკაშიძე და პარტნიორები ‘’-ს დამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი ნათია ნაკაშიძე.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: memkvidreobaze problema, memkvidreoba, memkvidreobis migeba, memkvidreebi, samkvidro, samemkvidreo, samkvidroo, memkvidreobaze dava, მემკვიდრეობა, სამკვიდრო, მემკვიდრეობის მიღება, სამკვიდრო მოწმობა, მემკვიდრეობით ქონების მიღების საქმის წარმოება, მემკვიდრე
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მემკვიდრეობა კანონით / მემკვიდრეებად ითვლებიან

მემკვიდრეობა კანონით / მემკვიდრეებად ითვლებიან

ვრცლად

ვინ არის მემკვიდრე?

ვინ არის მემკვიდრე?

ვრცლად

ვინ შეიძლება იყვნენ მემკვიდრეები?

ვინ შეიძლება იყვნენ მემკვიდრეები?

ვრცლად

ვინ ითვლება თანასწორი უფლებით მემკვიდრედ კანონით მემკვიდრეობის დროს

ვინ ითვლება თანასწორი უფლებით მემკვიდრედ კანონით მემკვიდრეობის დროს

ვრცლად

ვინ არიან კანონით მემკვიდრეები? მემკვიდრეობის მიღება

ვინ არიან კანონით მემკვიდრეები? მემკვიდრეობის მიღება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp