iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მემკვიდრეობა » სამკვიდროს მიღების ვადა
იურიდიული სტატია

სამკვიდროს მიღების ვადა

29-03-2023, 12:39 მემკვიდრეობა / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი 222 ნახვა
სამკვიდროს მიღების ვადა

სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს სამკვიდროს გახსნიდან (მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან) ექვსი თვის ვადაში. ამასთან, სამოქალაქო კოდექსით დადგენილია სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შემთხვევა, აგრეთვე განსაზღვრულია სამკვიდროს მიღების სპეციციალური ვადა.

როგორც წესი, ექვს თვიანი ვადის გასვლის შემდეგ მემკვიდრე კარგავ მემკვიდრეობის უფლებას, თუმცა ასეთ დროსაც მემკვიდრეს შეუძლია მიიღის საამკვიდრო ორ შემთხვევაში:

1. ვადის გაშვება მოხდა საპატიო მიზეზით და აღნიშნულ გარემოებას დაადგენს სასამართლო. 2. ვადის გამშვებმა მემკვიდრემ, რომ სამკვირო მიიღოს ყველა სამკვიდროს მიმღები მემკვიდრე თანახმაა.

კანონით არ არის განსაზღვრული თუ რა შეიძლება ჩაითვალოს სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიო მიზეზად, აღნიშნული ყოველ კონკრეტული შემთხვევაში უნდა დადგინოს სასამართლომ. მაგალითისთვის საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ხანგძლივი ავადმყოფობა, ხანგძლივი მივლინება და სხვ.

სასამართლოს მიერ ვადის გაგრძელებაში არ იგულისხმება, რომ სამკვიდროს მიღებისთვის სასამართლო ნიშნავს დამატებით ვადას. ვადის გაგრძელებში ის დრო მოიაზრება, რომელიც გავიდა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლიდან სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე. ამიტომაც, სასამართლო თუ გააგრძელებს სამკვიდროს მიღების ვადას ამავე დროს უნდა ცნოს მოსარჩელის (მემკვიდრის) უფლება მის კუთვნილ ქონებაზე.

სამკვიდროს მიღების ვადის გამშვებ მემკვიდრეს თავისი წილის მიხედვით ნატურით მიეცემა ის ქონება, რომელიც სხვა მემკვიდრეებმა მიიღეს თუ ეს ქონება შენარჩუნებულია, ხოლო თუ ქონება არ არის შენარჩუნებული მას უნდა მიეცეს შესაბამისი ანაზღაურება.

სამკვიდროს მიღების სპეციალური ვადა

თუ მემკვიდრეს სამკვიდროს მიღების უფლება იმ შემთხვევაში წარმოიშობა, როცა სხვა მემკვიდრეები, მაგალითად წინა რიგის მემკვიდრეები, სამკვიდროს არ მიიღებენ, სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის დარჩენილი დროის განმავლობაში ხოლო, თუ ეს დრო სამ თვეზე ნაკლებია სამკვიდრს მიღების ვადა უნდა გაგრძელედეს კიდევ სამ თვემდე. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ვადა შესაძლოა გაგრძელდეს მხოლოდ ცხრა თვემდე.

იგივენარიდ წყდება საკითხი მემკვიდრეობითი ტრანსმისიის დროს. ის პირები, რომლებმიც მემკვიდრეობას ტრანსმისიით იღებენ, სამკვიდრო უნდა მიიღონ დარჩენილი დროის განმავლობაში ხოლო, თუ ეს დრო სამ თვეზე ნაკლებია სამკვიდრს მიღების ვადა უნდა გაგრძელედეს სამ თვით.

თუ მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის შემდეგ, მაგრამ სამკვიდროს მიღებამდე გარდაიცვალა, მაშინ სამკვიდროდან მისი წილის მიღების უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე (მემკვიდრეობითი ტრანსმისია).

მემკვიდრეობითი ტრანსმისიის დროს მემკვიდრე (ტრანსმისარი) იღებს იმ ქონებას, რომელისაც მიიღებდა გარდავლილი მემკვიდრე (ტრანსმიტენტი) ცოცხალი რომ ყოფილიყო. გარდა ამისა ის ჩვეულებრივ იღებს მემკვიდრეობით იმ ქონებას, რომელიც უშაულოდ უკუთვნოდა გარდაცვლილ მემკვიდრეს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სამკვიდროს მიღების სპეციალური ვადა

სამკვიდროს მიღების სპეციალური ვადა

ვრცლად

სამკვიდროს მიღება

სამკვიდროს მიღება

ვრცლად

მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშრებული რჩევები

მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშრებული რჩევები

ვრცლად

სამკვიდროს დაცვა

სამკვიდროს დაცვა

ვრცლად

სამკვიდროზე უარის შეუქცევადობა

სამკვიდროზე უარის შეუქცევადობა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp