iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » იურიდიული აუთსორსინგი » ვის მიმართ შეიძლება დაიწყოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ?
იურიდიული სტატია

ვის მიმართ შეიძლება დაიწყოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ?

23-03-2023, 12:55 იურიდიული აუთსორსინგი / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 369 ნახვა
ვის მიმართ შეიძლება დაიწყოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ?

რას გულისხმობს გადახდისუუნარობა?

გადახდისუუნარობა გულისხმობს სამეწარმეო საქმიანობის განმხორციელებული სუბიექტის უუნარობას გადახდის დადგენილი ვადის გასვლისთვის შეასრულოს კრედიტორის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულებები. გადახდისუუნარობა შეიძლება გახდეს გაკოტრების პროცედურების ინიცირების საფუძველი.

„გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მთავარ მიზანს წარმოადგენს: მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ვის მიმართ შეიძლება დაიწყოს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოება" ?

გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეიძლება გაიხსნას „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არარეგისტრირებული კავშირების და ამხანაგობების მიმართ.

ვისზე არ ვრცელდება „გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები ?

ა)ფიზიკურ პირები (ინდივიდუალური მეწარმეების გარდა);

ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირები;

გ) ბანკები, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები და სადაზღვევო კომპანიები, რომელთა გადახდისუუნარობის საკითხი წესრიგდება სპეციალური კანონმდებლობით.

რა შედეგს იწვევს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა?

ა) ჩერდება მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება;

ბ) იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, ჩერდება ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა;

გ) ინიშნება მეურვე.

დ) მოვალეს მეურვის თანხმობის გარეშე ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


გადახდისუუნარობის საქმის წარმოება

გადახდისუუნარობის საქმის წარმოება

ვრცლად

საქართველოს კანონი “რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ”

საქართველოს კანონი “რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ”

ვრცლად

გადახდისუუნარობის წარმოება

გადახდისუუნარობის წარმოება

ვრცლად

გადახდის უუნარობის საქმის წარმოება

გადახდის უუნარობის საქმის წარმოება

ვრცლად

კრედიტორების დაკმაყოფილება მემკვიდრეთა მიერ

კრედიტორების დაკმაყოფილება მემკვიდრეთა მიერ

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp