iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში » ფრენის კომპენსაცია 250-დან 600 ევრომდე, გაუქმებული, დაგვიანებული და გადადებული ფრენის შემთხვევაში
იურიდიული სტატია

ფრენის კომპენსაცია 250-დან 600 ევრომდე, გაუქმებული, დაგვიანებული და გადადებული ფრენის შემთხვევაში

4-04-2024, 19:01 ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში / ემიგრანტები იტალიაში / სიახლეები / ემიგრანტები იტალიაში / nana nakashidze / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 1 011 ნახვა
ფრენის კომპენსაცია 250-დან 600 ევრომდე, გაუქმებული, დაგვიანებული და გადადებული ფრენის შემთხვევაში

როგორ შეგიძლიათ მოითხოვოთ ფრენის კომპენსაცია, თუკი თქვენმა თვითმფრინავმა დააგვიანა, ფრენა გაუქმდა ან გადაიდო?

კომპენსაციის რაოდენობა 250-დან 600 ევრომდე მერყეობს. განვიხილოთ დეტალურად:

რა შემთხვევაში შეგიძლიათ კომენსაციის მიღება?

შეგიძლიათ თუ არა 3 წლის წინანდელი დაგვიანებულია ან გაუქმებული ფრენის კომპენსციის მოთხოვნა დღეს?


რა შემთხვევაში შეგიძლიათ ფრენის ანაზღაურების მიღება რომელიც 250-დან 600 ევრომდე მერყეობს?

პირველი: თქვენმა რეისმა დააგვიანა 3 ან მეტი საათით

მეორე: თქვენი რეისი საერთოდ გაუქმდა და აღნიშნულის შესახებ გაცნობეს აეროპორტში

მესამე: თუ განგიცხადეს უარი თვითმფრინავში ჩასხდომაზე, თავისუფალი ადგილების არქონის, ე.წ ,,ოვერბუქისნგის’’ გამო.


როგორც უკვე ავღნიშნე თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 250-დან 600 ევრომდე, კომპენსაციის რაოდენობა დამოკიდებულია თვენი დანიშნულების ადგილამდე კილომეტრების რაოდენობაზე, ანუ ფრენის მანძილზე. კერძოდ:


1500 კილომეტრამდე მანძილის შემთხვევაში ანაზღაურება შეადგენს: 250 ევროს
1500 კმ-დან 3500 კმ-დე ანაზღაურება შეადგენს: 400 ევროს
3500 ზე-მეტ კილომეტრის შემთხვევაში: 600 ევროს

2004 წლის 11 თებერვლის ევროპარლამენტის ნომერ 261/2004 რეგულაციის მიხედვით, ზემოთაშნული კომპენსაციის მიღება შესაძლებელია მაშინ, თუკი ფრენა ხორციელდება ევროკავშირში რეგისტრირებული ავიაკომპანიის მიერ და დანიშნულების წერტილი არის ევროკავშრი.


ასევე გამომგზავრების აეროპორტი მდებარეობს ევროკავშირის ტერიტორიაზე ნებისმიერი ავიაკომპანიით. მაგალითად: თუკი საქართველოდან მიფრინავთ იტალიაში ან პირიქით.


გაითვალისწინეთ: კომპენსაციის მისაღებად ავიაბილეთის დაზღვევის ქონა სავალდებულო არაა.

2 საათიანი ლოდინის შემდეგ მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს უფასო კვება და სასმელი. ასევე თუკი ავიაკომპანიამ უფასოდ უზრუნველყო თქვენი სასტუმროში განთავსება - აღნიშნულის მიუხედავად თქვენ ასევე უფლება გაქვთ მოითხოვოთ ფრენის კომპენსაცია. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავიაკომპანიის თანამშრომელთან ხელი გაქვთ მოწერილი საბუთზე, რომლის მიხედვითაც უარს ამბობთ კომპენსაციის მიღებაზე, ამიტომ კარგად გაეცანით აერპორტში კომპანიის თანამშრომლების მიერ შემოთავაზებულ პირობებს და ამის შემდეგ მოაწერეთ ხელი საბუთებს.


შეგიძლიათ კომპენსაცია 3 წლის წინ დაგვიანებულ ან და გაუქმებულ ფრენებზეც მოითხოვოთ.

კომპენსაციის გარდა თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ზარალის ანაზღაურება, რომელიც რეისის დაგვიანება-გაუქმებით მოგადგათ.

გაითვალისწინეთ რომ რეისის დაგვიანება ან და გაუქმება გამოწვეული არ უნდა იყოს აეროპორტის თანამშრომლების გაფიცვით, ბუნებრივი მოვლენებით ან სხვა ფორს-მაჟორული გარემოებების მიზეზით.


კომპენსაციის მიღება შეგიძლიათ როგორც დამოუკიდებლად ასევე ჩვენი დახმარებით, ონლაინ განცხადების შევსებით. თუ კომპენსაციის მიღება წარუმატებელი აღმოჩნდა თქვენ არაფერს იხდით.

კომპენსაციის მისაღებად გთხოვთ შეავსეთ განცხადების ფორმა.

2004 წლის 11 თებერვლის ევროპარლამენტის ნომერ 261/2004 რეგულაციის გაცნობა შეგიძიათ აქ:

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ფრენის კომპენსაცია 250-დან 600 ევრომდე, გაუქმებული, დაგვიანებული და გადადებული ფრენის შემთხვევაში, ფრენის კომპენსაცია, 250-დან 600 ევრომდე, nana nakashidze, ნანა ნაკაშიძე, დაგვიანებული, გადადებული, გადადებული ფრენის შემთხვევაში, მოითხოვე ფრენის კომპენსაცი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


როდისაა შესაძლებელი ფრენის კომპენსაციის მიღება?

როდისაა შესაძლებელი ფრენის კომპენსაციის მიღება?

ვრცლად

როდესაც ავიაკომპანია ფრენას აუქმებს ან აყოვნებს

როდესაც ავიაკომპანია ფრენას აუქმებს ან აყოვნებს

ვრცლად

ვის ეკუთვნის IL REDDITO DI CITTADINANZA? (780 ევროდან 1330 ევრომდე)

ვის ეკუთვნის IL REDDITO DI CITTADINANZA? (780 ევროდან 1330 ევრომდე)

ვრცლად

პირდაპირი ფრენა საქართველოდან აშშ-ის მიმართულებით ერთ წელიწადში დაიწყება

პირდაპირი ფრენა საქართველოდან აშშ-ის მიმართულებით ერთ წელიწადში დაიწყება

ვრცლად

ვის ეკუთვნის IL REDDITO DI CITTADINANZA? 780 ევროდან 1330 ევრომდე

ვის ეკუთვნის IL REDDITO DI CITTADINANZA? 780 ევროდან 1330 ევრომდე

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp