Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ვის ეკუთვნის IL REDDITO DI CITTADINANZA? 780 ევროდან 1330 ევრომდე

ვის ეკუთვნის IL REDDITO DI CITTADINANZA? 780 ევროდან 1330 ევრომდე


ვის ეკუთვნის IL REDDITO DI CITTADINANZA? (780 ევროდან 1330 ევრომდე)

დახმარების მოთხოვნისთვის აუცილებელია წარადგინოთ საშემოსავლო დეკლარაცია, რა თქმა უნდა ახალი.
პირველ რიგში დახმარების მოთხოვნა შეუძლიათ იტალიის მოქალაქეებს ან იტალიაში ლეგალურად მცხოვრებ პირებს.
შესაბამისად:
1. იტალიის ან ევროპის ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს. (იტალიაში მცხოვრებს)
2. იტალიაში მცხოვრებს 10 ან მეტი წელი.
რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეთ რომ დაგენოშნოთ აღნიშნული დახმარება:
1. წლიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 9360 ევროს.
2. საცხოვრებელი სახლის გარდა არ უნდა გვქონდეს მეორე უძრავი ქონება, რომლის ღირებულებაც აღემატება 30 000 ევროს.
3. არ უნდა გქონდეს ბიზნესი ან რაიმე უძრავი ქონება რომლის ღირებულებაც აღემატება 6000 ევროს. (ყოველი ოჯახის წვერის არსებობა 2000 ევროთი ზრდის ზღვარს, შვილები 1000 ევროთი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე კი 6000 ევროთი იზრდება).
4. ასევე უნდა ვაკმაყოფილებდეთ მე-5 წესდების მოთხოვნას, რაც ითვალისწინებს 6000 ევროზე ნაკლებ შემოსავალს თითოეულ ოჯახის წევრზე. (გამოთვლა არის საჭირო).
ასევე არ უნდა იყოს ჩვენს საკუთრებაში: 
1. მანქანა, რომელიც შეიძინეთ ბოლო 6 თვის მანძილზე მოთხოვნის შეტანის მომენტამდე. ასევე ამ მანქანას არ უნდა ჰქონდეს ძრავა რომელიც აღემატება 1.600 CC ს. იმ შემთხვევაში თუ თქვენი მანქანა არის 250 CC ზე მეტი, არ უნდა იყოს შეძენილი ბოლო 2 წლის განმავლობაში მოთხოვნის გაკეთებამდე.
2. არ უნდა გქონდეთ რაიმე ტიპის საზღვაო ტრანსპორტი.
არ აქვთ უფლება IL REDDITO DI CITTADINANZA მოითხოვოს: 
1. პირები, რომლებიც იხდიან სასჯელს.
2. პირებს, რომლებსაც ჰყავთ ოჯახში თავისი ნებით დაუსაქმებელი პირები ან პირები, რომლებმაც საკუთარი ნებით დატოვეს ბოლო სამსახური, მოცემულ მომენტში კვლავ დაუსაქმებელნი არიან.
რა რაოდენობის თანხას ინიშნება ზემოთ აღნიშნული განცხადების შეტანის და დამტკიცების შემდეგ ან რა საკითხებში დაგვეხმარება მთავრობა? 
1. ოჯახზე შეიძლება გამოიყოს 780 ევროდან 1330 ევრომდე დახმარება, შეტანილი განაცხადის და მდგომარეობის მიხედვით.
2. სისტემატიურ რეჟიმში მოგაწვდიან სამსახურების არსებობის შესახებ.
რა სახით ვიღებთ დახმარებას ?
მოთხოვნის დამტკიცების შემთხვევაში ვიღებთ შესაბამის ბარათს.
ბარათიდან ნაღდად მხოლოდ 100 ევროს ოდენობით აღების უფლება ექნება თითოეულ ოჯახის წევრს თვის განმავლობაში.
სად შეგვიძლია მოთხოვნის გაკეთება.
1. ფოსტაში.
2. CAF ში.
3. ოფიციალური საიტიდან.
4.INPS-ის ოფიციალური გვერდიდან.
მოთხოვნიდან 5 დღის განმავლობაში განიხილავენ და გიპასუხებენ.
წყარო: https://www.redditodicittadinanza.gov.it/
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები