იურიდიული სტატია
არასრულწლოვნის პასპორტისათვის საჭირო საბუთები
არასრულწლოვნის პასპორტის ასაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:
- არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა;
- არასრულწლოვნის პირადობის მოწმობა (თუ არასრულწლოვანი 14 წლისაა);
- კანონიერი წარმომადგენლის/წარმომადგენლების თანხმობა (16 წლამდე არასრულწლოვნის შემთხვევაში საჭიროა ორივე კანონიერი წარმომადგენლის, ხოლო 16-დან 18 წლამდე პირის შემთხვევაში − ერთ-ერთი მათგანის თანხმობა);
- ბიომეტრიული ფოტოსურათი ელექტრონული ფორმით, რომლის გადაღება შესაძლებელია ადგილზე;
- განმცხადებლის პირადობის მოწმობა;
- მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
- 9 წლის ასაკიდან პასპორტში ფიქსირდება თავად არასრულწლოვნის ხელმოწერა, ხოლო 12 წლის ასაკიდან ‒ როგორც ხელმოწერა, ისე თითის ანაბეჭდი.
- კანონიერი წარმომადგენლის/წარმომადგენლების თანხმობა.
გაითვალისწინეთ! არასრულწლოვანზე პასპორტი გაიცემა 3 წლის ვადით.
შემდეგი ნაბიჯი
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
საქართველო
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
კონტაქტი
იტალია
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
